დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 18, 2013

„ლამბორგინი“ ღია „ვენენოსაც“ გამოუშვებს

Are you the Lamborghini Veneno Roadster?
18 ოქტომბერი
„ლამბორგინიმ“ თავისი ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი მოდელის, „ვენენოს“ ღია ვერსიის ფოტოები გამოაქვეყნა, რისთვისაც ბრიტანულ ჟურნალ „ტოპ გიარის“ ვებგვერდი გამოიყენა. ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავტომობილი მუდმივად ღია იქნება ყოველგვარი მოსახსნელი სახურავის გარეშე, რისი წყალობითაც, „მის მფლობელებს მართვით სიამოვნების მიღება გარანტირებული ექნებათ“.
ისევე როგორც „ვენენო“, მისი დახურული ვერსიაც „ავენტადორზეა“ ბაზირებული. ავტომობილი აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 740 ცხენის ძალაა. ძრავთან სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომლიდანაც მამოძრავებელი ძალა, მუდმივად ყველა ბორბალს მიეწოდება. ამ აგრეგატებით, ღია „ვენენოს“ ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ს აღწევს.

„ვენენოსგან“ განსხვავებით, რომლებიც „ლამბორგინიმ“ მხოლოდ სამი ცალი დაამზადა (თითოეული 3.3 მილიონ ევროდ გაიყიდა), ღია ვერსია ცხრა ცალი დამზადდება და თითოეულის ფასი 3.9 მილიონი ევრო იქნება. გამოდის, რომ სახურავის მოხსნას სანტ’აგატა ბოლონეზელები 0.6 მილიონ ევროდ აფასებენ...

No comments:

Post a Comment