დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 18, 2013

„ფორდი“ მალე ახალი „მუსტანგის“ სტილს გვიჩვენებს

Ford offers auto writers a look at redesigned Mustang next week
18 ოქტომბერი
მოლოდინი თითქმის დასრულდა - „ფორდი“ მალე თავისი სრულიად ახალი „მუსტანგის“ სახეს გვიჩვენებს. ავტომობილს, რომელსაც მალე 50 წელი შეუსრულდება, პირველად ამ წლის ბოლოს გვიჩვენებენ. მანამდე კი, ცისფერმა ოვალმა, ავტომობილების თემაზე მწერალი წამყვანი ჟურნალისტები (მათ შორის ევროპელებიც) დირბორნის შტაბ-ბინაში, სპეციალურ ჩვენებაზე დაპატიჟა, სადაც მათ ახალ ავტომობილზე თვალის ერთი შევლების საშუალებას პირდება.
უკვე რამდენიმე წელია, „ფორდი“ გვპირდბა, რომ ახალი „მუსტანგი“ ახალ, სრულიად განსახვავებულ სტილში შესრულდება. ამასთან, უფრო მსუბუქ შასიზე აიგება და ეფექტური ძრავებით აღიჭურვება. ამგვარად, ის სასურველი ავტომობილი გახდება არამხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მყიდველებისთვის - „ფორდის“ გენერალური სტრატეგიის შესაბამისად, ახალი „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი ხდება.
მიწვეულმა ჟურნალისტებმა პირობა დადეს, რომ ახალი ავტომობილის შესახებ მიღებულ ინფორმაციას, გარკვეული პერიოდი საიდუმლოდ შეინახავენ. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ახალი „მუსტანგის“ პირველი ფოტოების გაჟონვას ადგილი დეკემბერში ექნება, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ ავტომობილის გაყიდვას „ფორდი“ ზაფხულში დაიწყებს.
პირველი „მუსტანგის“ პრემიერა ნიუ იორკის ავტო შოუზე, 1964 წლის 17 აპრილს გაიმართა. პრემიერამ იმდენად დდ ინტერესი გამოიწვია, რომ ახალი ავტომობილის ფოტოები „ტაიმმა“ და „ნიუსუიკმა“ პირველ გვერდზე დაბეჭდეს. გაყიდვების პირველივე წელს (1965 წელს), „ფორდმა“ ნახევარ მილიონზე მეტი „მუსტანგი“ გაჰყიდა.
რვა წლის წინ, ცისფერმა ოვალმა ახალი „მუსტანგი“ გვიჩვენა, რომელიც რეტრო სტილშია შესრულებული. „ფორდში“ ელოდნენ, რომ ამ ავტომობილით, ძველ დიდებას დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით. შარშან მხოლოდ 82 995 ცალი „მუსტანგი“ გაიყიდა. ამიტომ დირბორნელებმა გადაწყვიტეს, რომ ავტომობილი ძირეულად შეეცვალათ.
შეიქმნა სრულიად ახალი, უკანა ამძრავიანი პლატფორმა, რომელსაც ბორბლებს შორის იგივე ბაზა აქვს, რაც მის წინამორბედს, მაგრამ მაინც მასზე მცირეგაბარიტიანი იქნება და წონაშიც გვარიანად მოიკლებს. შეიცვალა საკიდარი, საჭის და მუხრუჭების სისტემები, ტრანსმისია, ძრავები, გამაში აუცილებლად შევა სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელაც მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ...

No comments:

Post a Comment