დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 23, 2013

„მერსედესმა“ ისტორიული მარშრუტი ავტონომიური S-კლასით გაიარა (ვიდეო)

Mercedes retraces historic first road trip with autonomous S-Class
23 სექტემბერი
125 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კარლ ბენცის მეუღლე ბერთამ თავისი ქმრის მიერ შექმინილი პირველი ავტომობილით, კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული პირველი საქალაქთაშორისო ვოიაჟი შეასრულა. მან მანჰაიმიდან პფორცჰაიმამდე (გერმანია) იმგზავრა და გზად, აფთიაქში საწვავიც კი შეივსო. სულ დაახლოებით 100 კილომეტრი გაიარა. გზად ორი შვილიც გაიყოლა, ოღონდ თავისი განზრახვა ისე შეასრულა, კარლმა არაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, მოგზაურობის დასაწყისში მაინც.
და აი, „მერსედეს-ბენცმა“ ამ ვოიაჟის გამეორება გადაწყვიტა. ოღონდ ამჯერად „მოტორვაგენი“ კი არა, უახლესი ფლაგმანი, S-კლასის სედანი გამოიყენა. თანაც, თუ ბერთამ პირველი ავტომობილით იმოგზაურა, ამჯერად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა, საერთო სარგებლობის გზაზე პირველი, სრულიად ავტონომიური ავტომობილი გამოიყვანეს. მათ ზუსტად გაიმეორეს პირველი საავტომობილო გარბენის მარშრუტი და თანაც ისე, რომ საჭისთვის ხელიც არ უხლიათ.
საცდელი ავტომობილის სრული სახელია „S500 ინტელიჯენტ დრაივ“. ის იმ სენსორებით, რადარებით, კამერებით და პოზიციონირების სისტემითაა აღჭურვილი, რომლებიც სერიული მოდელის საბაზო ეკიპირებაში შედის და როგორც უსაფრთხოების სისტემებში, ასევე ადაპტირებად კრუიზ კონტროლში იყენებენ. უბრალოდ, ექსპერიმენტულ ავტონომიურ ავტომობილზე ისინი უფრო დიდი რაოდენობით დააყენეს, რათა გარემოს უფრო ეფექტური კონტროლი ყოფილიყო შესაძლებელი.
მაგრამ ყველა ეს სისტემა და რთული მოწყობილობა უსარგებლოდ დარჩებოდა, რომ არა მათი კომპლექსური ანალიზისთვის შექმნილი სპეციალური ალგორითმი, რომელიც მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ავტომობილის მართვის (სპეციალურ) ორგანოებს აკონტროლებს. ვოიაჟის დროს, ავტონომიური სისტემებით აღჭურვილმა „S500 ინტელიჯენტ დრაივმა“ თავისი ეფექტურობა არაერთხელ დაადასტურა. ის ზუსტად იცავდა საგზაო ნიშნებით მითითებულ პირობებს, ჩერდებოდა შუქნიშნებზე, გზას უთმობდა ფეხმავლებს და აკონტროლებდა ავტომობილებთან დაშორებას.
ამ პროექტზე მუშაობისას, „მერსედეს-ბენცს“ პარტნიორობას კომპანია „ნოკია“ და კარლსრუეს ტექნოლოგური ინსტიტუტი უწევდნენ. სხვათა შორის, შტუტგარტელები ამ პროექტის დახვეწას აპირებენ და როგორც S-კლასის სედანის პრეზენტაციაზე შეგვპირდნენ, სერიულ სრულიად ავტონმიურ ავტომობილს ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოიტანენ.

ვიდეო

No comments:

Post a Comment