დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 23, 2013

ნიუ ჯერსი წინასწარ კალენდარში დააბრუნეს

New Jersey back on 22-race 2014 calendar
23 სექტემბერი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, ნიუ ჯერსის ეტაპი მაინც ჩატარდეს. ადრე გამოქვეყნებული კალენდრის წინასწარ ვერსიაში, ნიუ ჯერსის ეტაპი არ შეიტანეს. ამის მიზეზად, ფინანსური პრობლემები დასახელდა. თუმცა, რბოლის ორგანიზატორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ და მზადების პროცესი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „ელ მუნდო დეპორტივომ“ ახალი სავარაუდო კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიუ ჯერსის ეტაპიცაა შეტანილი და რომლის ეტაპების რაოდენობაც 22-ს შეადგენს. ეს ინფორმაცია გაზეთმა სინგაპურში მოიპოვა, თუმცა ჯერ დადასტურებული არ არის.
კალენდარში ნიუ ჯერსის რბოლა მონაკოსა და კანადის ეტაპების შემდეგაა შეტანილი და მათ მხოლოდ თითო კვირა აშორებს. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიმჭიდროვე გუნდებს ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას შეუქმნის, რადგან ერთ კვირაში ასეთი დიდი ბარგის ატლანტინის იქითა მხარეს გადატანა იოლი არ იქნება. არაა გამორიცხული, რომ გუნდბს ამ საქმეში ბერნი ეკლსტოუნის კომპანია დაეხმაროს.
სინგაპურში ესპანური გაზეთის რეპორტიორმა ბერნის ჰკითხა, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მომავალი სეზონის კალენდარში 22 ეტაპი შევიდეს, რაზეც ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა უპასუხა: „მოდთ, ასე ვთქვათ - 20 ან 21“. არადა, ახლახანს ის დარწმუნებით ამბობდა, რომ ოცზე მეტ ეტაპს კალენდარში არ შეიტანდა.

No comments:

Post a Comment