დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 23, 2013

„ფერარი“ მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადაერთო

Ferrari turns to 2014 as Vettel reality bites
23 სექტემბერი
სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ აშკარა გახდა, რომ სებასტიან ფეტელის და „რედ ბულის“ დამწევი აღარავინაა. გერმანელი პილოტი და ავსტრიული გუნდი ზედიზედ მეოთხედ გახდებიან მსოფლიო ჩემპიონები. ეს ნიშნავს, რომ მათს მეტოქეებს აღარ სჭირდებათ თავიანთი ტექნიკის განვითარება და ესე იგი დროა, მათ მთელი რესურსები მომავალი სეზონისთვის მზადებაზე მიმართონ.
სინგაპურის შემდეგ, ფეტელი თავის უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს 60 ქულას უგებს. ესპანლს თეორიულად აქვს გასწრების შანსი, რადგან დარჩენილ 6 რბოლაში მაქსიმუმ 150 ქულის აღებაა შესაძლებელი, ოღონდ ამისათვის ყველა რბოლის მოგებაა აუცილებელი, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. თავად ალონსოც აღიარებს, რომ ტიტულის მოპოვების შანსი პრაქტიკულად დაკარგულია.
„ჩვენ მარტო კორეაში კი არ გვჭირდება იღბალი, არამედ კორეაშიც, იაპონიაშიც, ინდოეთშიც, აბუ დაბიშიც, ამერიკაშიც და ბრაზილიაშიც. როცა ლიდერის დროს წამით ჩამოვრჩებით, მაშინ იღბლის დახმარების გარეშე არაფერი გამოვა“, - ამბობს ალონსო. მეორე მხრივ, კორეაშიც კი, ფეტელს მეოთხე ტიტულის განაღდება ჯერ არ შეუძია. თუმცა, ეს იაპონიიდან იქნება შესაძლებელი. მოკლედ, აშკარაა, რომ ტიტულებისთვის ბრძლაში, რაიმეს შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ამგვარად, გუნდებისთვის აზრი ეკარგება ბოლიდების სრულყოფას. მეორე მხრივ, მათ შანსი აქვთ, მთელი რესურსი ახალი რეგლამენტის შესაბამისად, სრულიად ახალი მანქანების მომზადებას მოახმარონ. „მომავალ სეზონს ყველა ნულიდან დაიწყებს და ეს ჩვენთვის საუკეთესო შანსია, რათა ჩამორჩენა აღმოვფხვრათ. ახლა ჩვენ სრულად გადავერთვებით ახალი სეზონისთვის მზადებაზე“, - ამბობს ალონსო.
„ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ დაადასტურა, რომ ამიერიდან, მისი გუნდი 99 პროცენტით ახალ სეზონზეა ფოკუსირებული. ალონსო კი დასძენს, რომ მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია: „როცა „პირელიმ“ საბურავები შეცვალა, ჩვენ ვთქვით ბაი-ბაი“. ესე იგი, მარანელოელებმა ახალ მანქანაზე მუშაობა, ზაფხულის პირველ ნახევარში დაიწყეს.
თეორიულად, ფეტელთან ტიტულისთვის პაექრობა კვლავაც შეუძლია ლუის ჰამილტონს, მაგრამ სინგაპურში მან აღიარა, რომ თითქმის ასქულიანი ჩამორჩენის ოცნებაც არ ღირს. მაგრამ დასძენს, რომ ალონსოს დაწევას ეცდება. თუმცა, ესეც ძალიან ძნელი იქნება, რადგან ესპანელს 36 ქულით ჩამორჩება.

No comments:

Post a Comment