Ferrari president Luca di Montezemolo stands by
F1 Alonso rebuke
4 აგვისტო
უნგრეთში რომ ფერნანდო ალონსომ გაიხუმრა, ჩემთვის საიუბილეოდ
საუკეთესო საჩუქარი, ჩვენი მეტოქეების მანქანები იქნებოდაო, ამას „ფერარის“ შეფ
ლუკა დი მონტეძემოლოს საკმაოდ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მალე ამ კრიტიკას მოჰყვა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალონსოს გადაბირებას „რედ ბული“ ცდილობს. ბევრმა ეს
ორი ისტორია ერთმანეთს დაუკავშირა, თუმცა ამის მიუხედავად, დი მონტეძემოლოს ტონის
შერბილება არც უცდია.
იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ საუბრისას, დი
მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ალონსომ ზღვარს გადააბიჯა: „ფერნანდო შესანიშნავი
მრბოლია და მე მისი მესმის, რადგან ის ჩემსავითაა - გამარჯვება სწყურია. მას
ყოველთვის ახსოვდეს, რომ მოგება და წაგება ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ კი, ჩვენი
მხრივ, მას ისეთი მანქანა უნდა მოვუმზადოთ, რომ სტარტის წინა ორ რიგში დადგომა
შესძლოს. მან ჩვენთვის ძალიან ბევრი გაიღო და ვიცი, რომ სილვერსტოუნის შემდეგ,
განსაკუთრებით უკმაყოფილოა. ეს ჩემთვის გასაგებია. მაგრამ მე არ მომეწონა მისი
დამოკიდებულება, სიტყვები. და მე ეს აღვნიშნე კიდეც. მე ყველას შევახსენე, მათ
შორის პილოტებსაც, რომ ყველაფერზე წინ „ფერარი“ დგას, პრიორიტეტი გუნდია. ეს
ოჯახივითაა, რომლის მამაც, მის წევრებს, ოჯახის პატივისცემისკენ მოუწოდებს. და მე
ოჯახურ ფასეულობათა კონცეპციას ვუსვამ ხაზს“.
მანვე აღნიშნა, რომ ფელიპე მასა თანაგუნდელს 72 ქულით
ჩამორჩება, რაც ძალიან ბევრია. ბრაზილიელმა ბოლო გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა და
დიდი ხანია, მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება. ამიტომ, „ფერარიში“ ადგილის
დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე იმყოფება: „ფელიპე სწრაფი მრბოლია და კარგი
ადამიანი. მაგრამ ავუხსენით, რომ მასაც და ჩვენც ქულები გვჭირდება. ალბათ დადგება
მომენტი, როცა ერთმანეთს თვალებში შევხედავთ და ერთად გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ“.
No comments:
Post a Comment