Ford Boosts Fiesta ST Production to Meet Surging
Demand
5 აგვისტო
„ფორდი“ აცხადებს, რომ უახლეს „ფიესტა ST-ზე“
ორჯერ მეტი მოთხოვნილებაა, ვიდრე ელოდა, რის გამოც, ამ ავტომობილის წარმოების
მოცულობის გაზრდას აპირებს. ამერიკულმა კომპანიამ ევროპის ბაზარზე ეს ავტომობილი
ექვსი თვის წინ შეიტანა და თავიდანვე მასზე უამრავი შეკვეთა მიიღო. ტურბოძრავიანი „ფიესტა
ST“ ყველაზე კარგად ბრიტანეთში იყიდება, რომელზეც ევროპული
გაყიდვების თითქმის მესამედი მოდის.
მარტო ბრიტანეთში, „ფორდს“ ამ ავტომობილზე 3000-ზე
მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. არადა, წლიურად მხოლოდ 5000 ცალის გაყიდვას გეგმავდა.
ამიტომ, „ფიესტა ST-ს“ წარმოება 15 პროცენტით გაიზრდება და ცისფერი ოვალი ყოველდღიურად
60 ცალ სპორტულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკს ააწყობს.
„მომხმარებლის და მედიის რეაქცია „ფიესტა ST-ზე“
ექსტრაორდინარულია. ის გაყიდვების დაწყებისთანავე კლასიკად იქცა. მასზე უამრავ
შეკვეთას ვღებულობთ. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა წარმოება გავზარდოთ
და მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი
რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს ხელმძღვანელობს.
ახალი „ფორდ ფიესტა ST“
აღჭურვილია სერია ეკობუსტის 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის
ძალაა. მისი დახმარებით, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის
ასაკრეფად 6.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 223 კმ/სთ-ს აღწევს.
ამასთან, „ფორდი“ მყიდველს ოპციის სახით, „მაუნტიუნის“ მიერ 212 ცხენის ძალამდე
გაძლიერებულ ძრავსაც სთავაზობს.
No comments:
Post a Comment