Mercedes Reportedly Planning to Build Next
C-Class in Brazil from 2015
5 აგვისტო
„დაიმლერს“ ბრაზილიაში, სამხრეთ ამერიკაში უდიდეს
ბაზარზე, ახალი ქარხნის აშენება აქვს გადაწყვეტილი. როიტერსის ინფორმაციით,
რომელიც გერმანულ ჟურნალ „დერ შპიგელში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, ამის
მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიაში სულ უფრო იზრდება გადასახადები იმპორტირებულ
ავტომობილებზე, რაც უცხოეთიდან ავტომობილების შეტანას არახელსაყრელს ხდის.
ჟურნალი წყაროს დაუსახელებლად იტყობინება, რომ ბრაზილიური
ქარხანა „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის ავტომობილებს გამოუშვებს. ის 2015 წელს
ამოქმედდება და მისი წლიური წარმადობა 20 000 ავტომობილი იქნება. „დაიმლერის“
წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია განიხილავს ბრაზილიაში ქარხნის მშენებლობის
საკითხს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებლები ბრაზილიაში
ერთმანეთის მიყოლებით ხსნიან ქარხნებს, რაც ქვეყანაში მათს პროდუქციაზე
მოთხოვნილების გაზრდით არის განპირობებული. მიუხედავად საბაჟო გადასახადების ზრდისა,
ბრაზილია მაინც გახდა მსოფლიოს მეოთხე უდიდესი საავტომობილო ბაზარი და იქ
გაყიდვების მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება. „დაიმლერამდე“, ბრაზილიაში
ავტომობილების წარმოება „ბეემვემ“ გადაწყვიტა, „აუდი“ კი ასეთსავე გადაწყვეტილებას
ალბათ მომავალ წელს მიიღებს.
აღსანიშნავია,
რომ „მერსედეს-ბენცი“ ბრაზილიაში უკვე აწარმოებს ავტომობილებს - ჟუიზ დე ფორას
ქარხანა A-კლასის ავტომობილების გამოშვება 1999 წლიდან დაიწყეს. „დაიმლერი“ არის
პირველი ლუქს მწარმოებელი, რომელმაც ბრაზილიაში ავტომობილების წარმოება დაიწყო.
თუმცა ეს ქარხანა 2010 წელს დროებით დაიხურა, რათა მოდერნიზაცია ჩატარებოდა, რის
შემდეგაც იქ კომერციული ავტომობილების წარმოება გახდა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment