Infotainment in New Opel Insignia: Innovative,
Intuitive, Individual
4 აგვისტო
„ოპელი“ განახლებულ სედან „ინსიგნიას“ და მის
უნივერსალისძარიან ვარიანტს, სახელად „ინსიგნია ქანთრი ტურერს“, ფრანკფურტის მოტორ
შოუზე წარადგენს. გარეგნულ სიახლეებთან ერთად, ამ ავტომობილს ახალი მულტიმედიური
სისტემაც აქვს, რომელიც მომხმარებელს ექსპლუატაციის გამარტივებასთან ერთად,
კომფორტსა და სასიამოვნო მგზავრობასაც სთავაზობს.
ახალი ინფოტაინმენტის შემუშავებისას, „ოპელი“ სამ
მიზანს ისახავდა. სისტემა უნდა ყოფილიყო: ნათელი, მარტივი და ინტუიციური. ამასთან,
ინდივიდუალიზაციას ადვილად უნდა დაქვემდებარებოდა. ოღონდ, აუცილებლად უნდა
ყოფილიყო გათვალისწინებული მძღოლის და მგზავრების კომფორტი კომფორტი და
უსაფრთხოება. უსაფრთხოებასთან ამ ყველაფრის კავშირი იმ კუთხით არსებობს, რომ
მულტიმედიური სისტემა მძღოლისგან მინიმალურ ყურადღებას მოითხოვდეს.ძირეულადაა შეცვლილი ცენტრალური კონსოლი. მასზე უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი, მრავალი ფუნქციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობებია განლაგებული. მაჩვენებლების პანელი მაქსიმალურად გამარტივდა, ინფოტაინმენტით და ჰაერის კონდიცირების სისტემით ოპერირება სწრაფი და ინტუიციურია.
ინფოტაინმენტის ახალი თაობის სისტემა, რომელიც ინტელლინკის ოჯახს მიეკუთვნება, „ოპელმა“ პირველად პატარა „ადამზე“ გამოიყენა. მას აქვს სმარტფონის ფუნქცია და ოპტიმალურად ინტეგრირდება ავტომობილში. განახლებული „ინსიგნიას“ შემთხვევაში, მყიდველს ამ სისტემის ოთხ ოპერაციულ სისტემას შორის შეუძია არჩევანის გაკეთება. სისტემასი გაერთიანებულია სანავიგაციო სისტემა „ნევი 900 ევროპა ტაჩ“, რომელიც 8-დუიმიანი სენსორული მონიტორით იმართება. მისი ჩართვის მომენტიდან, მძღოლისთვის ყველა ძირითადი ფუნქცია და ქვე-მენიუ ხელმისაწვდომი ხდება. სენსორული თვისების მქონე ეკრანის გარდა, ამ ფუნქციების მართვა, საჭის რგოლზე მოთავსებული სპეციალური პანელიდან, ხმოვანი სიგნალით, ან სრულიად ახალი ტაჩპადიდან შეიძლება.
სისტემას ინდივიდუალიზაციის მაღალი დონე აქვს. მასში შესაძლებელია 60 პერსონალური სასურველი ინფორმაციის შენახვა შეიძლება. მძღოლის გარდა, საკუთარი სურვილისამებრ სისტემის „თავისი ნაწილის“ მომართვა წინა მგზავრსაც შეუძლია. ტაჩპადი მოთავსებულია ცენტრალურ კონსოლზე. ის ისეა განლაგებული, რომ ზედმეტ ყურადღებას არ მოითხოვს და ინფოტაინმენტის სისტემაში სწრაფად შესვლის საშუალებას იძლევა. მისი სენსორული ზედაპირი სწრაფად ამოიცნობს პატრონს, რეაგირებს მისი თითების მოძრაობაზე და მსუბუქი ვიბრაციით, საპასუხო რეაქციასაც იძლევა. კურსორის მოძრაობისთვის, ერთი თითიც საკმარისია. მენიუს სასურველ ობიექტთან კურსორის მიყვანის შემდეგ, ტაჩპადზე მსუბუქი ზეწოლით, სასურველ მითითებას იძლევით. ორი თითით შესაძლებელია ხმოვანი სიგნალის შეცვლა, სამი თითით კი ფავორიტების სიას გახსნით.
ნავიგაციის სისტემას აქვს ზუმის ფუნქცია, რომელიც სმარტფონის მსგავსად მოქმედებს. სენსორული პანელიდან შესაძლებელია ცალკეული ასოების შეყვანაც, რომლებიც აუდიო სისტემაში სასურველი სიმღერის მოძებნაში, ან სანავიგაციო სისტემაში სასურველი მისამართის მოძებნაში დაგეხმარებათ. როგორც კი სასურველი ობიექტის პირველ ასოს დააფიქსირებთ, მაშინვე ჩამოიშლება სია იმ ობიექტებისა, რომლებიც ამავე ასოზე იწყება. ეს ძებნის პროცესს აადვილებს. ნავიგაციით სასურველი მისამართის ძებნისას, ჯერ შეგყავთ ქუჩის სახელი, თუ ამავე სახელის ქუჩა სხვა ქალაქშიცაა, მაშინ მარჯვნივ ქალაქს არჩევთ. ქვეყნის შერჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ წინა ორი პარამეტრი სხვაგანაც მეორდება. შესაძლებელია 30 ევროპული ქვეყნის ქუჩების რუქების ორ და სამგანზომილებიანი გამოსახულების გამოტანა.
მარტივია სმარტფონის ინფოტაინმენტ სისტემასთან სინქრონიზაცია. საკმარისია სისტემის შესაბამის პორტთან მობილური ტელეფონის მიერთება და სმარტფონის ბევრი ბევრი მონაცემი, მანქანის სისტემის მონიტორზე აისახება. ამ მონაცემებში შედის არამხოლოდ ტელეფონის ნომრები და სიმღერების ჩამონათვალი, არამედ ფილმებიც კი. რა თქმა უნდა, ფილმის ცქერა მაშინაა რეკომენდებული, როცა მანქანა გაჩერებულია.
ხმოვანი კონტროლის ფუნქციის გააქტიურება, საჭის რგოლზე მოთავსებული შესაბამისი ღილაკითაა შესაძლებელი. ხმით შესაძლებელია იმ მისამართების დამახსოვრება, რომლის გამოყენებასაც ხშირად აპირებთ. ასევე შეიძლება ხმოვანი სიგნალით სიმღერის დასახელების მითითება და სისტემა მას თავისით მოგიძებნით და დაგიკრავთ. ხმითვე შეიძლება ტელეფონის სასურველი ნომრის გამოძახება და დარეკვის მითითება.
მაჩვენებლების დაფის ფუნქციას, 8-დუიმიანი ფერადი, მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანი ასრულებს, რომელიც მძღოლისთვის სასურველი ინფორმაციის ადვილად მიწოდების საშუალებას იძლევა. კლასიკური მაჩვენებლების (სიჩქარე, ბრუნთა რიცხვი, საწვავის ავზი) გარდა, მასზე შეიძლება ინფორმაციის მიღება სმარტფონიდან, ნავიგაციიდან და აუდიო სისტემებიდანაც. ბევრი ფუნქციის შერჩევა, ეკრანის ჩართვის შემდეგ გამოსახული მენიუდან შეიძლება. იქიდან კი სუბ-მენიუებშიც შეხვალთ. ამისათვის, მძღოლი საჭის რგოლის მარჯვენა წკირზე არსებულ ღილაკებს გამოიყენებს. მარცხენა წკირზე არსებული ღილაკებით კი კრუიზ კონტროლი და სიჩქარის შემზღუდველი იმართება.
დაბოლოს მულტიმედიურ სისტემას კომპანია „ბოსეს“
უმაღლესი ხარისხის ხმოვანი სისტემა ემსახურება, რომელშიც ორი საბვაფერი, ოთხი
ფართოზონიანი დიაპაზონის დინამიკი და მაღალი სიხშირის დინამიკებია გაერთიანებული.
ეს ყველაფერი, სალონში შესანიშნავ მუსიკალურ გასართობ გარემოს ქმნის.
No comments:
Post a Comment