How BMW and Mini will sell a million cars per
year off one platform
4 აგვისტო
„ბეემვე“ და მის ჯგუფში შემავალი „მინი“,
ავტომობილების ავტომობილების ახალ ოჯახს ქმნიან, რომლებიც ერთადერთ, წინა
ამძრავიან პლატფორმაზე აიგება და რომლებიც საზიარო სამ და ოთხცილინდრიანი ძრავები
აღიჭურვება. ეს ოჯახი ძალიან სწრაფად გამრავლდება და მათი წლიური წარმოების
მოცულობა, მილიონ ავტომობილს მიაღწევს! ამგვარად, გაიზრდება არამხოლოდ წარმოების
და გაყიდვების მოცულობა, არამედ მოგებაც და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,
ბავარიელები სერიოზულად შეავიწროებენ თავიანთ ძირითად კონკურენტებს პრემიუმ
სეგმენტში.
ხშირად ისმება კითხვა: „ბეემვეს“ დახმარების
გარეშე, „მინი“ მესამე თაობის მოდელის გამოშვებას შეძლებდა? ამ კითხვაზე
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და აი, რატომ: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს,
რომ რაც ბავარიელთა ხელში გადაინაცვლა, „მინის“ ერთი ავტომობილიც კი არ გაუყიდავს
წაგებით. პირიქით, ზოგიერთ მოდელზე სოლიდურ მოგებასაც კი ნახულობს.
მაგრამ კონვეიერზე „ქანთრიმენის“ დაყენებამდე,
ბრიტანული მარკა წლიურად მხოლოდ 200 000 ავტომობილზე ოდნავ მეტს ჰყიდდა.
„ქანთრიმენის“ წყალობით, გაყიდვები სწრაფად გაიზარდა 300 000-მდე. თანაც, ამ
ავტომობილის გამოშვებამ დიდი კაპიტალდაბანდება არ მოითხოვა.
დაახლოებით ოთხი წლის წინ, „ბეემვემ“ წინა
ამძრავიანი ავტომობილების წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთი
ავტომობილები იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელსაც „მინი“ თავისი გამისთვის იყენებს.
ამგვარად, ამ პლატფორმაზე აგებული ავტომობილების თვითღირებულება და წარმოებისთვის
მომზადების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. სამაგიეროდ გაიზრდება მოგება.
პარალელურად, „მინი“ ახალ დიზაინზე მუშაობს. პირველ
კონცეპციას ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვპირდება. საქმეს დანიელი ანდრს ვარმინგი
უძღვება. ბრიტანული კომპანია სლ ცოტა სამი ახალი ძარის შემუშავებას აპირებს და ეს
მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კომპანია ახალ სტილზე გადავა. სიახლეებს შორის
სედანის ძარა იქნება, რომელიც მეტწილად, აზიის განვითარებად ბაზრებისთვის შემუშავდება.
გამას ასევე შეავსებს უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილი, „ქანთრიმენი“ კი
კომპაქტური გახდება. ასევე იგეგმება ახალი მინივენის შემუშავება.
მაგრამ მთავარი სიახლე, ახალი ხუთკარიანი ჰეჩბეკი
უნდა გახდეს, რომელმაც „მინის“ გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ის
სამკარიან ჰეჩბეკზე ცოტათი გრძელი იქნება. მისი ორი უკანა კარი მოკლე, ეგრეთ წოდებული
საბავშვო უნდა იყოს. მალე „მინი“ თავის ახალ მარკეტინგულ ხაზს - „არა ნორმალური“, პოსტერების
სამი სერიით გაგვაცნობს. ეს კამპანია ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ „მინის“
მფლობელები ინდვიდუალური და შემოქმედბითი ადამიანები არიან. დაბოლოს, არაა
გამორიცხული, რომ „მინიმ“ თავისი მარკით, „ბეემვეს“ ორბორბლიანი სკუტერების
წარმოება დაიწყოს, რომლებსაც აზიურ ბაზარზე შეიტანს.
მოდულური პლატფორმა UKL1
ბავარიელების მთავარი სიახლე არის პლატფორმა UKL1,
რომელშიც კომპანიამ უზარმაზარი ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამ პლატფორმას
ემყარება „მინის“ გეგმები და „ბეემვეც“ მისით იწყებს თავის ისტორიაში ახალი
მიმართულებით სვლას. ეს მიმართულება, კომპაქტური, წინა ამძრავიანი ავტომობილების
წარმოებაა. ამ პლატფორმის წყალობით, როგორც მარკეტოლოგები ვარაუდობენ, „ბეემვე“ წლიურ
გაყიდვებს მინიმუმ 900 000 ერთეულით გაზრდის.
UKL1 არის მოდულური პლატფორმა, რომელსაც ბორბლებს
შორის ბაზა სამი განსხვავებული სიგრძის შეიძლება ჰქონდეს. ბავარიელები ამ
პლატფორმას ფართოდ გამოყენებას უპირებენ. სწორედ ისაა კომპანიის გაბედული გეგმების
მთავარი ელემენტი. მასზე დაფუძნებული ავტომობილების სიგრძე 3.8-დან 4.4 მეტრამდე
იქნება. გარდა ამისა, „ბეემვე“ ქმნის ეგრეთ წოდებულ კორპორატიულ ძრავს, რომელიც
კაპტქვეშ შეიძლება გრძივადაც განლაგდეს და განივადაც. ამასთან, ბავარიელები UKL1-ზე
აგებული მანქანებისთვის, პლაგ-ინ სისტემასაც შეიმუშავებენ.
UKL1-ზე ბაზირებულ ავტომობილებს „მინი“ ოქსფორდის
ქარხანაში, ახლანდელ მოდელებთან ერთად გამოუშვებს. ეს საკმაოდ რთული იქნება და მნიშვნელოვან
ლოჯისტიკურ პრობლემებსაც შექმნის. მესამე თაობის ჰეჩბეკის წარმოებისთვის კი
ბავარიელებმა „ნედქარის“ ქარხანა შეარჩიეს ჰოლანდიაში. საკუთარი, პირველი სერიის
წინა ამძრავიან ავტომობილებს კი გერმანიასა და ჩინეთში გამოუშვებენ.
სტრატეგიის ცვლილება
აღსანიშნავია, რომ წინა ამძრავიანი ავტომობილების
წარმოებაზე „ბეემვე“ დიდხანს ფიქრობდა. პირველად ეს საკითხი 1990-იანი წლების
დასაწყისში წამოიჭრა. მაშინ რამდნიმე პროტოტიპი დამზადდა კიდეც, თუმცა პროექტი არ
განხორციელდა. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ „ბეემვეს“ არასდროს
უნდა გამოეშვა როგორც წინა ამძრავიანი, ასევე უგზოობის ავტომობილები. თუმცაღა,
ბაზრის კონიუნქტურა, გერმანულ კომპანიას ეკონომიური ავტომობილების წარმოებისკენ
უბიძგებდა.
შემდეგ „ბეემვემ“ ბრიტანული „როვერის“ ჯგუფი შეიძინა
(1994 წელს), რომელიც სწორედ ზემოთ ნახსენები ტიპის ავტომობილებს უშვებდა. ამას ექვს
წელიწადში ახალი „მინის“ გამოშვება მოჰყვა, რომელიც მალევე, სტილისა და დინამიურობის
წყალობით, ძალიან პოპულარული გახდა. იმ დროს ბავარიელები წინა ამძრავიან პატარა
ავტომობილებს მაინც სათავისოდ არ განიხილავდნენ.
სამაგიეროდ, მათ „მინის“ სამოდელო გამის გაფართოება
დაიწყეს. შედეგად, ბრიტანული კომპანიის გაყიდვებმა 300 000-ს მიაღწია. „ბეემვესთვის“
ეს არცთუ ბევრია, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა თანდათან მივიდა იმ დასკვნამდე, რომ
წინა ამძრავიანი ავტომობილები მის საწარმოო პროგრამას ჰაერივით სჭირდება. პირველ
რიგში იმისთვის, რომ შემცირდეს ჯგუფის ავტომობილების საშუალო ხარჯი და
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა.
„ბეემვემ“ წინა ამძრავიანი ავტომობილების წარმოების
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩატარებულმა მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა,
რომ 1-ლი სერიის მყიდველთა დაახლოებით 80-მა პროცენტმა არც იცოდა, მათ მანქანას
წამყვანი წინა ბორბლები აქვს, თუ - უკანა. დანარჩენ 20 პროცენტს პირველი სერიის კუპე
ჰქონდა შეძენილი. და ამჯერად, „ბეემვეს“ ყოყმანი არც დაუწყია. უფრო მეტიც, წინა
ამძრავიანი ავტომობილების მთელი პროგრამა შეადგინა, რომელიც საკუთარი მარკით 12 და
„მინის“ მარკით 11 მოდელის (ზედა ფოტოზე) წარმოებას ითვალისწინებს.
No comments:
Post a Comment