დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 4, 2013

სახელი „ძონდა“ პირველად „დე ტომაზოს“ გამოუყენებია

Pagani Wasn’t The First Manufacturer to Use the Zonda Nameplate
4 აგვისტო
დე ტომაზო ძონდა
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პაგანიმ“ სახელი მოდელ „ძონდას“ წყალობით გაითქვა. იმდენად, რომ ბევრი კოლექციონერისთვის, ამ კომპანიის მანქანები სასურველი ექსპონატებია. დღეს „პაგანის“ საწარმოო პროგრამა უკვე ორ მოდელს მოიცავს - „ძონდას“, რომლის წარმოებაც მალე გაჩერდება, „ჰუაირა“ დაემატა.
მაგრამ აქ „პაგანისა“ მის სუპერ ავტომობილებზე არ ვილაპარაკეთ. ამჯერად სახელ „ძონდასთან“ გვაქვს საქმე. საქმე ისაა, რომ ამ სახელს „პაგანიმდე“ სხვა იტალიური კომპანია - ასევე სუპერ ავტომობილების მწარმოებელი „დე ტომაზო“ იყენებდა, რომელმაც პირველად ამ სახელით ავტომობილი ჟენევის 1971 წლის მოტორ შოუზე გამოფინა.
მაზერატი გიბლი
თუმცა, ცოტა ადრე, პრაქტიკულად იმავე გარეგნობის ავტომობილი, სახელად „გიბლი“, კიდევ ერთმა იტალიურმა კომპანიამ - „მაზერატიმ“ გამოუშვა. ოღონდ, „ძონდას“ დიზაინი იტალიურმა ატელიე „გიამ“ შეიმუშავა. „დე ტომაზო ძონდა“ ისე ძლიერ ჰგავდა „გიბლის“, რომ ამ უკანასკნელს თუ „მაზერატის“ გვირგვინიან ემბლემას მოხსნიდით, მათი განსხვავება ძალიან გაგიძირდბოდათ. რა თქმა უნდა, ამ ორ ავტომობილს შორის სხვაობაც არსებობდა, მაგრამ მინიმალური.
„მაზერატი გიბლის“ მსგავსად, კონცეპტუალურ „დე ტომაზო ძონდასაც“ ძრავი წინ აქვს მოთავსებული. ეს ძრავი „ფორდის“ წარმოებისაა - 5.7-ლიტრიანი V8, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სხვათა შორის, ამერიკაში ეს ავტომობილი „ლინკოლნ მერკურის“ შოურუმებში უნდა დაეყენებინათ, მაგრამ „ფორდში“ ჩათვალეს, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და ამიტომ, მის წარმოებაში მონაწილეობისგანაც თავი შეიკავა. „დე ტომაზომაც“ ვერ გარისკა და მისი „ძონდა“ ასევე დარჩა განუხორციელებელ კონცეპციად.

No comments:

Post a Comment