2014 Ford Fusion Gains Rear Inflatable Safety
Belt
14 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სედან „ფიუჟნის“ უკანა
სავარძლებზე უსაფრთხოების აირღვედების დაყენებას იწყებს. ამგვარად, „ფიუჟნი“ გახდება
საშუალო ზომის სედანების სეგმენტის პირველი ავტომობილი, რომელიც გასაბერი ღვედებით
დაიცავს თავის მგზავრებს.
მსგავს ღვედებს „ფორდი“ უკვე იყენებს თავის ისეთ
მოდელებზე, როგორებიცაა „ექსპლორერი“, „ფლექსი“, „ტაურუსი“, „ლინკოლნ MKT“ და „ლინკოლნ
MKZ“. უსაფრთხოების აირღვედების საშუალებით, მცირდება მგზავრების კისრის, თავის და
მკერდის ტრავმის ალბათობა. აირღვედები იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც
აირბალიშები. ისინი მაშინ იბერება, როცა შესაბამისი სენსორები ავარიისას
გადატვირთვას დააფიქსირებს. ამ დროს, ღვედებს შეკუმშული აირი მიეწოდება.
„გასაბერი ღვედები ისეა შემუშავებული, რომ თავის,
კისრის და მკერდის ტრავმები შეამციროს. ხშირად უკანა სავარძლებზე ჯდომა ბავშვებს
და ხნიერებს უწევთ, რომლებიც უფრო დაუცველები არიან ხოლმე ინციდენტების დროს. ეს
არის კიდევ ერთი უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ლიდერობას
განამტკიცებს“, - ამბობს „ფორდის“ კვლევებისა და მოწინავე ინჟინერიის ჯგუფის
უსაფრთხოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სრინავასან სუნდრარაჯანი.
უკანა
სავარძლებზე უსაფრთხოების აირღვედების დაყენება ასევე შესაძლებელი იქნება „ფიუჟნის“
ჰიბრიდულ (ფიუჟნ ჰაიბრიდ) და ელექტრულ (ფიუჟნ ენერჯი) ვერსიებზე.
No comments:
Post a Comment