Audi Quattro concept (2013) first sketches of new
super-coupe
14 აგვისტო
ორიოდ დღის წინ, ჩვენ გაუწყეთ, რომ ფრანკფურტის
მოტორ შოუზე, „აუდი“ ახალ კონცეპტუალურ კუპე „კვატროს“ წარადგენს. ოღონდ, ის
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო. და აი, გერმანულმა კომპანიამ
თავადაც გვაუწყა, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტში გვიჩვენებს. ოღონდ, ამჯერად ეს
იქნება სუპერ ავტომობილი, გაცილებით აგრესიული გარეგნობით და ზორბა გაბარიტებით,
ვიდრე პირველი კონცეპცია იყო. აგრესიულობა მხოლოდ გარეგნობას არ ახასიათებს. ავტომობილი
შინაგანადაც ასეთია.
ზომებში ზრდა სხვა პლატფორმის გამოყენებამ
განაპირობა. პირველი კონცეპტი, რომელიც ინგოლშტადტელებმა სამი წლის წინ გვიჩვენეს,
RS5-ის პლატფორმაზეა ბაზირებული. ამჯერად კი ავტომობილმა A6/A7-ის პლატფორმაზე
გადაინაცვლა, რომელსაც უფრო გრძელი ბაზა და განიერი წინა და უკანა კვალი აქვს. ბაზის
დაგრძელების მიუხედავად, ავტომობილი ისევ ორკარიანია.
გარეგნობაში ყურადღებას იმსახურებს რადიატორის უზარმაზარი,
ექვსკუთხა ცხაური და მის ორივე მხარეს განლაგებული სამ-სამი ზორბა ჰაერის
ამღები/ლაყუჩი. მათ თავზე კი ბრტყელი (ალბათ შუქდიოდური) ფარებია განლაგებული. რადიატორის
და „ლაყუჩების“ ქვემოთ პატარა სპოილერი ჩანს. შენარჩუნებულია მასიური უკანა საყრდენი,
რომელიც „კვატროს“ დამახასიათებელი ელემენტია. წინა ბორბლების უკან ჰაერის გამომშვები
ნაპრალია, რომელიც ავტომობილს სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს.
უნდა ითქვას, რომ ესკიზზე ავტომობილი საკმაოდ
აგრესიულად გამოიყურება, თუმცა სავარაუდოდ, რეალობაში აგრესია (ალბათ) მოიკლებს.
თუმცა, ამის მიუხედავად, ფორმები მაინც ძალიან ეფექტურია. ამასთან, ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ ესკიზებზევე ჩანს, რომ ავტომობილის წარმოებისას, ინტენსიურად
გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს.
რაც შეეხება ძრავს. დიდი ალბათობით, ეს არ იქნება
ის ხუთცილინდრიანი აგრეგატი, რომლითაც პირველი კონცეპტ „კვატროა“ აღჭურვილი. სავარაუდოდ,
კაპოტქვეშ განლაგებულია წყვილტურბოიანი 4.0-ლიტრიანი V8, რომელიც „RS6 ავანტსა“ და
„RS7 სპორტბეკზე“ 552 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „RS6 პლუსზე“ იგივე ძრავის
სიმძლავრე 600 ცხენის ძალას შეადგენს, ახალი კონცეპტუალური „კვატროსთვის“ კი ალბათ
სიმძლავრე კიდევ უფრო მეტი იქნება.
რა თქმა უნდა, ავტომობილი სრულამძრავიანია - სახელი „კვატრო“ ხომ სწორედ აქედანაა წარმოქმნილი და ოთხივე წამყვან ბორბალზე მიანიშნებს. კოლოფზე კი მარჩიელობა შეიძლება. ეს შეიძლება იყოს 8-საფეხურიანი ავტომატი (RS6), ან 7-საფეხურიანი ორქუროიანი S-ტრონიკი (R8 V10 პლუს).
რა თქმა უნდა, ავტომობილი სრულამძრავიანია - სახელი „კვატრო“ ხომ სწორედ აქედანაა წარმოქმნილი და ოთხივე წამყვან ბორბალზე მიანიშნებს. კოლოფზე კი მარჩიელობა შეიძლება. ეს შეიძლება იყოს 8-საფეხურიანი ავტომატი (RS6), ან 7-საფეხურიანი ორქუროიანი S-ტრონიკი (R8 V10 პლუს).
No comments:
Post a Comment