Mercedes Officially Reveals GLA Compact SUV
14 აგვისტო
„მერსედესმა“ საბურველი მოხსნა თავის უახლეს
ავტომობილს - უგზოობის GLA-კლასს, რომელიც მალე ჩაერთვება
პრემიუმ ბაზრის კომპაქტურ სეგმენტში, სადაც მისი კონკურენტები, „ვოლვო V40 ქროს
ქაუნთრი“, „ბეემვე X1“ და „აუდი Q3“ იქნება. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის
მოტორ შოუზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ GLA-ს კონცეპტუალური ვერსია
სამქიმიანებმა შანჰაის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენეს.
GLA ყველაზე პატარა ეგრეთ წოდებული სოფტროუდერია,
რომელსაც „მერსედესი“ თავის მყიდველს შესთავაზებს. ეს ავტომობილი A-კლასის
პლატფორმაზეა ბაზირებული და გერმანული კომპანიის განცხადებით, ახალგაზრდა
მყიდველზეა გათვლილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4417, სიგანე 1804, სიმაღლე
1494 და ბორბლებს შორის ბაზა - 2699 მილიმეტრი. საბარგულის მოცულობა 421 ლიტრია.
უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი 836 ლიტრამდე იზრდება.
ბაზარზე გამოსვლის მომენტში, GLA-ს ძრავების გამაში
ოტხი ძრავი შევა. საბაზო აღჭურვილობაში (GLA 200) შევა ბენზინის 1.5-ლიტრიანი ტურბო
ძრავი, რომელიც 156 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან,
მაქსიმალური მომენტი 1250 ბრ/წთ-დანვეა ხელმისაწვდომი. ვერსია GLA 250 აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი
ტურბო ძრავით , რომელსაც ტრანსმისია „4 მატიკი“ უკავშირდება. ამ ძრავის სიმძლავრე 211
ცხენის ძალაა, მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი. ეს ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსიაა
და ადგილიდან ასის აკრეფა 6.5 წამში შეუძლია.
თუმცა, ევროპაში უფრო პოპულარული დზელის ძრავებით
აღჭურვილი ვერსიები იქნება. ასეთი გამაში ჯერჯერობით მხოლოდ ორია. ორივე 2.2-ლიტრიანი
ტურბო დიზელია. ვერსია 200 CDI-ს შემთხვევაში, ძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა,
მაქსიმალური მომენტი კი - 300 ნიუტონმეტრი. 220 CDI-ს შემთხვევაში კი სიმძლავრე 170
ცხენის ძალაა, მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი. ამ ორიდან უფრო ეკონომიური ნაკლებად
მძლავრი ძრავია, რომლით აღჭურვილი 200 CDI-ც ას კილომეტრზე მხოლოდ 4.3 ლიტრ
საწვავს მოიხმარს.
ყველა ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი
მექანიკური, ან 7-საფეხურიანი ორქუროიანი ავტომატური 7G-DCT (სტანდარტულია ბენზინის
ძრავების შემთხვევაში და 4მატიკთან) გადაცემათა კოლოფი. სტანდარტულ აღჭურვილობაში
ასევე შედის სისტემა სტარტ/სტოპი. ავტომობილის მყიდველს ასევე შესთავაზებენ:
მთვლემარე მძღოლის გამაფრთხილებელ, რადარით მომუშავე შეჯახების თავიდან აცილების (მისივე
ვერსია პლუს), მუხრუჭების ადაპტირებადი დამხმარე, ზოლში მოძრაობის დამხმარე,
უხილავი ზონების აღმომჩენ, პარკირების დამხმარე სისტემებს.
„მერსედესი“ ირწმუნება, რომ GLA თავის კლასში აეროდინამიკურად
ყველაზე სრულყოფილი ავტომობილია. ამას კი რამდენიმე დეტალი განაპირობებს. მაგალითად,
რადიატორის ცხაურში მოთავსებულია სპეციალური ჟალუზები, რომლებითაც ჰაერის ნაკადის
ოპტიმიზაცია ხდება. სახურავის უკან განლაგებულია სპოილერი, რომელიც ასევე ჰაერის ნაკადს
არეგულირებს. მანქანის ძირზე სპეციალური პანელები განლაგდა, უკან კი ჰაერის
მოძრაობის ოპტიმიზაციას დიფუზორი ემსახურება. საერთო ჯამში, ავტომობილის აეროდინამიკური
წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.29-ა.
უგზოობის GAL-ს „მერსედესი“ თავის უნგრულ ქარხანაში
გამოუშვებს. მისი მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგება, შეკვეთების
მიღებას დილერები ნომებერში დაიწყებენ, შოურუმებში კი ის მოგვიანებით გამოჩნდება.
გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი GLA-ს
გაყიდვას შეძლებს.
No comments:
Post a Comment