Audi A8 super high-tech headlight teased
14 აგვისტო
ახლოვდება უახლესი „აუდი
A8-ს“
პრემიერის დრო. გერმანული კომპანია თავის უახლეს ფლაგმანს ერთ კვირაში გაგვაცნობს,
ფრანკფურტის მოტორ შოუზე კი საზოგადოება მას პირველად იხილავს. პრემიერამდე კი
ინგოლშტადტელებმა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, მატრიცული შუქდიოდური ფარების ბლოკი
გაგვაცნეს.
თითოეულ ბლოკში ბლოკში სულ 43 ცალი შუქდიოდური
ელემენტი შედის, მათ შორისაა, მოხვევის ციმციმის ელემენტებიც. ამასთან, ეს
ელემენტები ორ ჯგუფად - ძლიერი და სუსტი სხივის ელემენტებად იყოფა. მაგრამ მთავარი
სიახლე ისაა, რომ ძლიერი სხივის ელემენტების მუშაობას ვიდეო კამერა აკონტროლებს.
კამერისგან მიღებული გამოსახულების შესაბამისად, სისტემა განათებას ან ამუქებს, ან
საერთოდ ფარებს თიშავს. ეს მაშინ ხდება, როცა კამერა შემხვედრი მიმართულებით
მოძრავ ავტომობილებს დააფიქსირებს. ასე ამ ავტომობილების მძღოლები თვალის
მოჭრისგან დაცულები იქნებიან.
რაც შეეხება მოხვევის ციმციმის სასიგნალო ფარებს, მათ
სეგმენტში სულ 24 ელემენტია გაერთიანებული. ისინი მიმდევრობით (ყვითლად) ინთება და
ეგრეთ წოდებული მორბენალი შუქის ეფექტს ქმნის. ეს ელემენტები ფარის ბლოკის ქვედა
და გარე ნაწილის გასწვრივაა განლაგებული.
No comments:
Post a Comment