დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 12, 2013

„ფორდმა“ „მუსტანგის“ საიუბილეოდ საათი გამოუშვა

Ford Launches Mustang 50 Years Limited Edition Watch
12 აგვისტო
აპრილში „ფორდი“ თავისი ისტორიის განსაკუთრებულ მოვლენას - მოდელ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბევრი რამ იგეგმება. ჯერ ერთი, ახალ „მუსტანგს“ ვიხილავთ. მეორეც, საიუბილეოდ ცისფერი ოვალი სპეციალურ აქსესუარებს და სუვენირებს გამოუშვებს, რომლების თემაც, რა თქმა უნდა, „მუსტანგი“ იქნება.
მაისურების, ჟაკეტების და კეპების გარდა, გაყიდვაში გამოვა სპეციალურად დამზადებული საათი, რომელიც კომპანია „შინოლას“ მიერაა შემუშავებული. საათის ციფერბლატზე სპეციალური ლოგო გამოისახება, რომელიც „მუსტანგის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. „შინოლას“ დეტროიტული საწარმო მხოლოდ 1000 ცალი ასეთი საათის გამოშვებას აპირებს.
საათი შვეიცარიული საათის მექანიზმითაა აღჭურვილი. მას აქვს საფირონის უკაწრავი შუშა და შავი ტყავის „პრემიუმ“ სამაჯური. და რა თქმა უნდა, საათი წყალგამძლეა. ყოველ საათს ინდივიდუალური ნომერი ექნება, რომელიც საათის უკან, მწარმოებლის ლოგოს ქვეშ ამოიტვიფრება. საათი გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა და ის 70 დოლარი ეღირება.
„გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოშვებულ ლიცენზირებულ პროდუქციაში ისეთივე ძალა, ვნება და ხარისხი იგრძნობოდეს, როგორიც „მუსტანგს“ ახასიათებს. „შინოლას“ ყველა ეს თვისება გააჩნია და სწორედ იმიტომ შევარჩიეთ ჩვენი აქსესუარების დამამზადებლად, რადგან საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენი ისტორიის ამ გამორჩეულ მომენტს“, - ამბობს „ფორდის“ ბრენდის გლობალური ლიცენზირების მენეჯერი ჯონ ნენსი.

No comments:

Post a Comment