Citroën set to launch 'simple' C-line brand
12 აგვისტო
„სიტროენი“ ამჟამად რესტრუქტურიზაციის პროცესს
გადის და იმავდროულად, თავის საწარმოო პროგრამასაც შესაბამისად ავითარებს.
ფრანგული კომპანია ფრანკფურტის მოტორ შოუზე C-ხაზის ავტომობილების ახლებურ,
„გამარტივებულ“ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს. როგორც კომპანია ირწმუნება, ახალი
C-ხაზით „სიტროენის“ რევოლუცია იწყება, რის შემდეგაც, მისი ავტომობილებისთვის
დამახასიათებელი თვისებები სიმარტივე იქნება და მყიდველს ავტომობილის „ფასსა და
ფუნქციურობას შორის ბალანსს“ შესთავაზებს.
პირველი ავტომობილი, რომელსაც „სიტროენი“ ახალი
ფილოსოფიის შესაბამისად გამოუშვებს, ახლანდელი სუბკომპაქტური C3-ის შემცვლელი იქნება.
ის მეტად თამამი გარეგნობით იქნება გამორჩეული. სტილის ძირითად ელემენტებს კონცეპტუალური
„ლაკოსტისგან“ (რომელიც სპორტული ტანსაცმლის და ინვენტარის მწარმოებელ კომპანია „ლაკოსტთან“
ერთად შეიქმნა) გაიზიარებს, რომელიც ორმაგმა შევრონმა სამი წლის წინ გვიჩვენა (ფოტოზე).
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი სტილი მალევე კომპანიის სხვა მოდელებზეც
სწრაფად გავრცელდება.
„სიტროენის“ მთავარმა აღმასრულებელმა ფრედრიკ
ბანზემ არ ისურვა C-ხაზის ავტომობილების „დაჩიას“ კონკურენტად წარდგენა და
განაცხადა, რომ ამ ავტომობილებს უბრალოდ, „კონკურენტუნარიანი ფასები“ ექნება. რა
თქმა უნდა, შემცირდება წარმოების და შემუშავების ფასები, რისთვისაც ავტომობილების
ძრავების გამას შეამცირებენ და ასევე შემცირდება სალონის გაწყობის ვარიანტები.
თუმცა, მყიდველს მანქანის ინდივიდუალიზაციის
საშუალებაც მიეცემა. კერძოდ, სურვილისამებრ შეგეძლებათ მოითხოვოთ მოზრდილი
სენსორული ეკრანის, ან ძლიერი ხმოვანი სისტემის დაყენება. ოპციების უმეტესობას დილერები
თავად დააყენებენ, რაც ფასის შემცირებასთან ერთად, მიწოდების დაჩქარებასაც
უზრუნველყოფს.
ბანზე ამბობს, რომ „სიტროენის“ საწარმოო პროგრამაში
C-ხაზის გამოჩენით, დასრულდება PSA-ს სამი ბრენდის რეპოზიციონირების პროცესი. ამის
შემდეგ, „პეჟო“ „ფოლკსვაგენის“ უშუალო კონკურენტი გახდება (პრემიუმ მეინსტრიმ
სეგმენტში), „სიტროენი“ „დაჩიაზე“ მაღლა და „ფორდზე“ დაბლა დადგება, „სიტროენის“ DS
შტო კი „პრემიუმის მახლობელ“ ბრენდად დარჩება.
შესაბამისად ორ, C-ხაზის და DS შტოს ნაწილად გაიყო „სიტროენის“
დიზაინის დეპარტამენტი. პირველს ალექსანდრ მალვალი ხელმძღვანელობს, მეორეს კი - ტიერი
მეტროსი. მალვალმა განაცხადა, რომ C-ხაზის ფილოსოფიაში ხაზგასმული იქნება „სისადავე
და გამოყენების სიმარტივე“. რაც შეეხება DS-ს,
მის ავტომობილებზე გაქრება ორმაგი შევრონი და მის ადგილს სხვა გამოსახულება
დაიკავებს.
No comments:
Post a Comment