Mercedes Teases 2014 GLA Crossover Ahead of
Frankfurt Debut
12 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე თვეც აღარ
დარჩა. საავტომობილო კომპანიები წინდაწინ „მსუბუქად“ გვაცნობენ თავიანთ სიახლეებს.
ზოგი ალბათ ბოლომდე საიდუმლოდ შეინახავს თავის ნაშრომს, რომლითაც მოგვიანებით „გაგვახარებს“,
ან გაგვაოცებს. მათ შორისაა „მერსედესიც“, რომელმაც ახლახანს თავისი სრულიად ახალი
ქროსოვერის, GLA-ს ესკიზები გამოაქვეყნა.
ამ ავტომობილს სამქიმიანები ჯერჯერობით საგულდაგულოდ მალავენ. თუმცა, მსტოვრული ფოტოობიექტივის მზერას ის მაინც ვერ გაექცა, როდესაც სუბკომპაქტური ქროსოვერ სიკვდილის ზეგანზე (აშშ, კალიფორნია) გადიოდა საგზაო ტესტებს. „მერსედესმა“ ამ ესკიზებს მხოლოდ ის მოაყოლა, რომ მალე საინტერესო სიახლეს გაგვაცნობს. იმაზეც არ დასცდენია სიტყვა, რა სიახლეა. ესკიზები კი მხოლოდ GLA-ზე მინიშნების საშუალებას იძლევა.

ეს ის მომენტია, როცა ყველამ ყველაფერი იცის,
მაგრამ შტუტგარტელებს საკუთარი მარკეტინგული გეგმა აქვთ, რომელსაც ზედმიწევნით
მიჰყვებიან და ამ გზაზე, მცირედი გადახვევაც კი გამორიცხულია. ასე რომ, მთელმა
მსოფლიომაც ამ ესკიზებში GLA ერთი შეხედვითაც რომ ამოიცნოს, „მერსედესისგან“
დადასტურების იმედი მაინც არ უნდა გვქონდეს.
ამ ეტაპზე, ქროსოვერ GLA-ზე მხოლოდ ისაა ცნობილი,
რომ ის წინა ამძრავიან პლატფორმა MFA-ზეა ბაზირებული. ამავე პლატფორმაზე გერმანული
კომპანია A და B-კლასის მოდელებს
უშვებს. ამ ავტომობილებს ძრავებიც საზიარო ექნება.
No comments:
Post a Comment