დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 12, 2013

აზერბაიჯანელი დიზაინერის კონცეპტუალური „ნისან X-პატრული“

Nissan X-Patrol SUV Design Study Delves Into the Future
12 აგვისტო
ბოლო ხანს ბაზარზე იმდენი ქროსოვერი და უგზოობის ავტომობილი გამოჩნდა, ბევრს ამ სეგმენტის პიონერები ალბათ დაავიწყდა კიდეც. ამ ტიპის ავტომობილები გაბარიტებში კლებულობენ, ვიზუალურად იხვეწებიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ უხეშ ფორმებს რბილი ფორმები ცვლის, უმჯობესდება აეროდინამიკა. მოკლედ, ქროსოვერებსა და ჰეჩბეკებს შორის საზღვარი თანდათან მცირდება და რომ არა განსხვავებული კლირენსი, მათ ალბათ მალე ვეღარც გამოვარჩევთ ერთმანეთისგან.
ამ ფერხულში „ნისანი“ ერთ-ერთი მოწინავეა. ჯერ „ქაშკაით“, შემდგ კი პატარა „ჯუკით“, იაპონურმა კომპანიამ ერთბაშად დაიპყრო ქროსოვერების მოყვარული ევროპელი და არაევროპელი მყიდველის გონება. მერე იყო ექსპერიმენტი, რომელმაც „ჯუკს“ სუპერ ავტომობილები დააჩაგვრინა. ოღონდ, მანამდე მას GT-R-ის გული გადაუნერგეს. „ჯუკის“ წარმატებამ სუბკომპაქტური ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილების სეგმენტის ბუმი განაპირობა და ახლა ყველა კომპანია ცდილობს, შესაბამისი ავტომობილი შესთავაზოს მყიდველს.
პატარა ქროსოვერების ბუმს კი უმთავრესად ერთი გარემოება განაპირობებს - ევროპაში სულ უფრო მცირდება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი, რომლის დარღვევაც მწარმოებლებს დამატებით ხარკს დააკისრებს. მოკლედ, ტრენდი მკაცრ ლოგიკას ექვემდებარება. მეორე გამოსავალი, ჰიბრიდული სისტემების ინტენსიურად გამოყენებაა.
სანამ ბაზარზე პატარა ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილების ბუმია, მანამ ერთგვარად ჩრდილში მოექცა გიგანტური ყველგანმავლები, როგორიცაა მაგალითად, „ნისან პატრული“. თითქოს ის ყველას გადაავიწყდა, მაგრამ არა ყველას - ახლახანს ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის აზერბაიჯანელმა კურსდამთავრებულმა სამირ სადიკოვმა, ვინც ჩვენს ერთგულ მკითხველს კონცეპტუალური „ფერარი ხეზრით“ ემახსოვრება, ახალი „პატრულის“ თავისი ხედვა ფურცელზე (უფრო სწორედ, კომპიუტერში) გადაიტანა და მას „ნისან X-პატრული“ უწოდა.
პროექტის ავტორი ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცადა ისეთი ფორმების შემუშავებას, როგორებიც „ნისან პატრულის“ თაყვანისმცემლებს ნოსტალგიას გაუღვიძებდა და იმავდროულად, ამ პროექტით, მან „ნისანის“ უგზოობის ავტომობილების ახლებური სტილის მისეული ხედვაც წარმოადგინა.

No comments:

Post a Comment