დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 4, 2013

ვებერი წასვლას ჯერ არ აპირებს

Webber not targeting 2013 retirement
4 მარტი

მარკ ვებერი ფ1-ის ყველაზე ხნიერი მრბოლი გახდა. ეს საპატიო წოდბა მან მიხაელ შუმახერისგან გადაიბარა და ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ავსტრალიელი მალე ლეგენდარულ გერმანელის კვალს გაჰყვება, ანუ ფ1-დან წავა. 37 წლის ვებერს „რედ ბულთან“ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება. და მისი წასვლის ალბათობაც ამიტომ გაიზარდა.

მაგრამ ვებერი, ვისაც ნათქვამი აქვს, რომ „რედ ბულიდან“ წასვლის შემდეგ, კარიერასაც დაასრულებს, წასვლას არ გეგმავს. „ამ სეზონს, ფ1-ში ჩემს ბოლო სეზონად არ განვიხილავ. უკვე ოთხი წელია, მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტებს ვაფორმებ. ასე ხდებოდა მაშინაც კი, როდესაც ტიტულისთვის ვიბრძოდი“, - ამბობს ვებერი.
ავსტრალიელი ამბობს, რომ მართალია, ასაკით ყველაზე დიდი ისაა, მაგრამ ახლანდელი პილოტებიდან ყველაზე მეტ რბოლაში მონაწილეობა ჯენსონ ბატონს აქვს მიღებული. და თუ შუმახერი თავის ასაკში ჯერაც მონაწილეობდა რბოლებში, რატომ არ შეიძლება იგივე თავადაც სცადოს?
„თუ მიხაელი ამდენ ხანს პელოტონში იყო, მაშინ მე რატომ არ უნდა ვცადო იგივე? ახლაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც 25 წლისა. ვიცი, ასე არაა, მაგრამ თავი ისევ ახალგაზრდა მგონია და მთავარი ეს არის. რბოლებში მონაწილეობა საერთოდ არ მღლის. თავს კარგად ვგრძნობ“, - დასძენს ვებერი.

No comments:

Post a Comment