დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 3, 2013

„ლამბორგინი ვენენო“ - პრემიერა ჟენევაში

New Lamborghini Veneno Leaked, It's a $4.7 Million V12 Special
3 მარტი
ეს არის ავტომობილი, რომლით გაკვირვებასაც „ლამბორგინი“ გვპირდებოდა. ჟენევაში მისი ჩვენებით, იტალიური კომპანია თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ლამბოს“ ეს ავტომობილი მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა, თუმცა გუშინ „სანდი ტაიმსმა“ მის შესახებ ინფორმაცია ონლაინ ფურცლებზე გამოაქვეყნა და... მაშინვე წაშალა.
მაგრამ ხომ იცით, ინტერნეტში წამით რაიმეს გამოქვეყნებაც საკმარისია იმისათვის, რომ მისი ასლი ვინმემ შეინახოს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. და ეს წაშლილი ფურცელი იმ ინფორმაციას იძლევა, რომლითაც ავტოგურმანები, ჟენევის მოტორ შოუს გახსნამდე ინფორმაციის თუნდაც მცირე დოზას მიიღებენ (მივიღებთ).

მაშ ასე: სახელი „ვენენო“ ესპანურად შხამს ნიშნავს. ამ სახელით საბრძოლო ხარი იყო ცნობილი, რომელმაც კორიდაზე 1914 წელს მატადორი მოკლა. ამგვარად, „ლამბორგინი“ აგრძელებს იმ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, მის ავტომობილებს საბრძოლო ხარების სახელები ჰქვია.
მაგრამ ეგ არაფერი - ეს ავტომობილი არ არის სერიული და არც კონცეპტუალურია. ის მხოლოდ სამი ცალი დამზადდება. სანტ’აგატა ბოლონეზელებს უკვე სამივეზე შეკვეთაც კი მიუღიათ. არადა, ეს „შხამი“ 3.6 მილიონი ევრო ღირს...
და რით გამოირჩევა ავტომობილი, რომელიც ასე ძვირად ფასობს? ის „ავენტადორ LP700-4-ის“ კარბონის კომპოზიტით დამზადებულ მონოკოკზეა აწყობილი და მისივე 6.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავს იყენებს, რომელიც მოდერნიზაციის შემდეგ, 740 ცხენის ძალას იძლევა (700-ის ნაცვლად). ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment