დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 3, 2013

„ლოტუსი“ სეზონს ოპტიმისტური განწყობით იწყებს

Lotus optimistic it will be a factor in Formula 1 2013 lead battle
3 მარტი
დასრულდა წინასასეზონო ტესტები, გუნდბმა დაგეგმილი პროგრამები შეასრულეს და ახალი სეზნისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ორი კვირაც და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს მელბურნში, ალბერტ პარკის ტრეკზე ვნახავთ. ზოგი მათგანი ოპტიმისტურადაა განწყობილი, ზოგი პროგნოზებს ერიდება, ზოგი კი წინასწარვე შეგუებულია იმას, რომ მდევრის როლში ყოფნა მოუწევს...

თავდაჯერებულობას ავლენს „ლოტუსი“, რომლის პილოტებიც და ხელმძღვანელებიც იმედოვნებენ, რომ მოწინავეთა შორის იქნებიან. ამის საბაბს ტესტების დროს, კიმი რაიკონენისა და რომენ გროჟანის მიერ ნაჩვენები კარგი შედეგები იძლევა. გარდა ამისა, ხანგრძლივი გამოსვლების დროსაც, მანქანა კონკურენტუნარიანი იყო.
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ მისი და გუნდის განწყობა ისევე ოპტიმისტურია, როგორიც გასული სეზონის დასაწყისში იყო. „უახლოეს რბოლებში კარგ შედეგებს ვუმიზნებთ. თუმცა, ბოლო ხანებში ბევრი გუნდის დონემ აიწია და ანალოგიური მიზნები მათაც აქვთ. ასე რომ, ძალიან საინტერესო იქნება რეალობის ნახვა“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს ბუიე.
ტესტების დროების მიხედვით, პელოტონში გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბევრი რამ შეიცვლება, როგორც კი პილოტები კვალიფიკაციაზე გავლენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნება იმასაც, რომ ავსტრალიაში გაცილებით თბილა, ვიდრე ზამთრის ესპანეთში.
ბუიე დასძენს: „პირადად მე მგონია, რომ ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ. ვნახოთ, სითბოში და სარბოლ რეჟიმში რეზინი როგორ იმუშავებს. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული რბოლები გველის. ბევრი გუნდის შესაძლებლობა გათანაბრებულია. საინტერესოა, რა განსხვავება იქნება საკვალიფიკაციო თითო წრესა და რბოლას შორის“.
ბუიე ასევე თვლის, რომ საბურავების ფაქტორი ამ სეზნშიც მნიშვნელოვანი იქნება. და ეს ფაქტორი პროგნოზებს ძალიან გაართულებს. ის თვლის, რომ კვალიფიკაციაში „მერსედესი“ შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს, მაგრამ რბოლაში სულ სხვა სურათია მოსალოდნელი. მითუმეტეს ისეთ რბოლებში, რომლებიც ცხელ ამინდში გაიმართება.

No comments:

Post a Comment