დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 4, 2013

ესეც „როლს როის ვრეიტი“


New Rolls-Royce Wraith Coupe, First Official Photos
4 მარტი
ახალი და ყველა დროის უმძლავრესი „როლს როისის“ საიდუმლო, მის მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამჟღავნდა. ავტომობილების თემაზე სპეციალიზებულმა ვებგვერდებმა წამში გაავრცელეს ფასტბეკ „ვრეიტის“ ფოტოები გაავრცელეს.


ამ ავტომობილის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი. კერძოდ ის, რომ სედან „გოსტის“ შემოკლებულ პლატფორმაზეა ბაზირებული, იმავე V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალაზე მეტს იძლევა. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს გადასცემს.
რა თქმა უნდა, ეს ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ წვეთია. ზღვა ინფოს კი მალე თავად „როლს როისი“ შემოგვთავაზებს.

No comments:

Post a Comment