დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 4, 2013

„იტალდიზაინის“ კონცეპტები „ლამბოს“ ძრავით


Italdesign Presents Lamborghini V12-Powered Parcour Coupe and Roadster Crossover Concepts
4 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, იტალიური ატელიე „იტალიდიზაინი“ ორ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელთაგან ერთი კუპე ქროსოვერია, მეორე კი - როდსტერ ქროსოვერი. ორივე ორადგილიანია და „ლამბორგინის“ ძრავითაა აღჭურვილი. ორივეს „პარკური“ ჰქვია, სპორტის ექსტრემალური სახეობის სახელი.


შესაძლოა, „იტალიდიზაინის“ ამ კონცეპტუალურმა ავტომობილებმა დასაბამი მისცენ საავტომობილო ბაზრის ახალი სეგმენტის - ორადგილიანი კუპე-ქროსოვერებისა და როდსტერ-ქროსოვერების სეგმენტის ჩამოყალიბებას. ძალიან მკაცრი კონკურენციის პირობებში, ეს საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნების შესანიშნავი საშუალება იქნება ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა „ლამბორგინი“, „ფერარი“ და „მაკლარენი“. თუმცა, ეს მომავლის საქმეა...

ავტომოყვარულებს უთუოდ ემსახსოვრებათ, რომ ცოტა ხნის წინ, „იტალიდიზაინი“ „ფოლკსვაგენის“ ინტერნაციონალური ოჯახის მორიგი წევრი გახდა. ამით ატელიე ფინანსურად და ტექნოლოგიურად გარანტირებული გახდა. და როგორც ჩანს, მისი სამოქმედო არეალი მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდება.

რაც შეეხება ორ კონცეპტუალურ „პარკურს“, მათს კაპოტქვეშ „ლამბორგინის“ (ესეც ხომ ფოლკსვაგენის ოჯახის წევრია) მძლავრი აგრეგატი განლაგდა. ესაა 5.2-ლიტრიანი V10 (სიმძლავრე 542 ცხ.ძ), რომლითაც „გალარდოა“ აღჭურვილი. ეს აგრეგატი ორივე მოდელზე სავარძლების უკან განთავსდა, ძრავს კი ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია დაკავშირდა, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე წამყვან ბორბალს (22-დუიმიანებს) უნაწილებს.

ავტომობილების გაბარიტებია: სიგრძე 4530 მილიმეტრი, სიგანე 2070 მილიმეტრი, სიმაღლე 1335 მილიმეტრი. მათი წონა დაახლოებით 1550 კილოგრამია. მათ დახლოებით ერთნაირი დინამიკური მახასიათებლებიც აქვთ. ადგილიდან ასის აკრეფა 3.6 წამში შეუძლიათ, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment