დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 20, 2012

„ჯენერალ მოტორსი“ მთავრობისგან 200 მილიონ აქციას გამოისყიდის

GM Plans to Buy Back 200 Million Shares from the U.S. Treasury for US$5.5 Billion
20 დეკემბერი

მას შემდეგ, რაც 2009 წელს კომპანიის გადარჩენა ითავა, აშშ-ის ხაზინა „ჯენერალ მოტორსის“ აქციების 32 პროცენტს ფლობს. გენერლებმა ზაფხულში აქციების გამოსყიდვის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ მთავრობისგან უარი მიიღეს - ხაზინა აქციებს მაშინ გაჰყიდის, როდესაც დარწმუნდება, რომ ამით მოგებას მიიღებსო...

ახალი წლის წინ კი მხარეებმა მოილაპარაკეს - ხაზინა 200 მილიონი აქციის გაყიდვას დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკული კომპანია თითოეულ აქციაში 27.50 დოლარს გადაიხდის (GM-ის აქციების 18 დეკემბრის ფასზე 7.9 პროცენტით ძვირია), მთლიანობაში კი პაკეტის გამოსყიდვა 5.5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, მხარეებმა იმაზეც მოილაპარაკეს, რომ ხაზინა, მის მფლობელობაში დარჩენილ 300 მილიონ აქციას „ჯენერალ მოტორსს“ მომდევნო 12-15 თვეში მიჰყიდის. ამასთან, აქციის ფასი საბაზროზე დაბალი არ იქნება..
„ამ შეთანხმებით, სახელმწიფოს მიერ ავტო ინდუსტრიის გადარჩენის საქმის დახურვისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ამგვარად, ჩვენ „ჯენერალ მოტორსში“ სახელმწიფოს წილს შევამცირებთ. ეს კი იმის მიმანიშნებელიც იქნება, რომ „ჯენერალ მოტორსის“ განვითარება გრძელდება“, - განაცხადა ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა.
წელს „ჯენერალ მოტორსის“ აქციების ფასი 24 პროცენტით არის გაზრდილი. იმავდროულად, კომპანიას ალბათ 2007 წლის შემდეგ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი ექნება. ამასთან, გენერლები ზედიზედ მესამე წელია, გაყიდვებს ზრდიან.
სხვათა შორის, ხაზინას სურდა, რომ აქციები მაშინ გაეყიდა, როდესაც მათი საბაზრო ფასი 33 დოლარს მიაღწევდა. თუმცა, ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ აქციების ნაწილის გასაყიდად, ახლა შესაფერისი დროა. რაც მთავარია, ხაზინა ამით მაინც მოგებას მიიღებს.
რაც შეეხება „ჯენერალ მოტორსს“, მისი მთავარი ფინანსური მოხელე დენ ამანი ამბობს, რომ აქციებში ესოდენ დიდი თანხის გადახდის შემდეგაც, მისი კომპანიის ბალანსი მყარი იქნება. კერძოდ, ამერიკული კომპანიის ლიკვიდურობა 38 მილიარდ დოლარს აღწევს.

No comments:

Post a Comment