დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 20, 2012

„ჰირიკო“ წარმოებისთვის ემზადება


Hiriko Folding EV Set for Production in 2013
20 დეკემბერი
„ჰირიკო“ დასაკეცი ელექტრომობილია, რომელიც ბასკმა ინჟინრებმა შეიმუშავეს. ამ პროექტს პროტეჟირებას ევროკომისია უწევს, თუმცა იმდენად არარეალურად მოჩანს, რომ მისი განხორციელებისა მაინც ბევრს არ სჯეროდა. მაგრამ როგორც ჩანს, მალე ყველა დაიჯერებს, რომ „ჰირიკოს“ მომავალი აქვს. მის სერიულ ვერსიას ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ, რის შემდეგაც წარმოებაც უნდა დაიწყოს.

გარდა იმისა, რომ „ჰირიკო“ არის ელექტრომობილი, მისი ყველაზე საინტერესო თვისება ისაა, რომ ის იკეცება - ბაზის სიგრძეს იცვლის. ეს კი მოსახერხებელია როგორც პარკირებისას, ასევე ქალაქის ვიწრო ქუჩებში მანევრირების დროსაც. ესეც რომ არა, „ჰირიკო“ 20 სანტიმეტრით მოკლეა „სმარტზე“. დაკეცვის დროს, მანქანის სალონის უკანა ნაწილი 60 გრადუსით მაღლა იწევს. თანაც, ამ მდგომარეობაშიც შესაძლებელია მისი მართვა.
„ჰირიკო“ 20-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს მაქსიმუმ 50 კმ/სთ-მდე აჩქარებს. ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ორადგილიანმა ავტომობილმა 110 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, სწრაფად დამმუხტავის დახმარებით, აკუმულატორის თითქმის სრულად დამუხტვა 15 წუთშია შესაძლებელი.
პროექტი პირველ რიგში, ევროპული ქალაქებისთვისაა განკუთვნილი და არაა გამორიცხული, რომ ის იმ მეგაპოლისების მახლობლად აწარმოონ, სადაც „ჰირიკოს“ გაყიდვები იგეგმება. მომავალში კი ამ ავტომობილის სხვა რეგიონებში გატანაც არაა გამორიცხული.

No comments:

Post a Comment