დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 20, 2012

„ფორდ ფიუჟნმა“ IIHS-ს უმაღლესი შეფასება პლიუსით მიიღო (ვიდეო)

2013 Ford Fusion Earns New IIHS Top Safety Pick Plus Rating
20 დეკემბერი
ავტომაგისტრალებზე უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტმა (IIHS), უმაღლესი შეფასება პლიუსით შეაფასა უახლესი „ფორდ ფიუჟნი“. ეს უმაღლესი შესაძლებელი შეფასებაა, რომლებსაც IIHS ქრეშ ტესტების შემდეგ იძლევა. ახალი „ფორდ ფიუჟნი“ აღჭურვილია უსაფრთხოების პერსონალური სისტემით, უსაფრთხოების ღვედის უახლესი ტექნოლოგიით და რვა აირბალიშით, რომელთა შორისაც, გვერდითა ბალიშები სავარძლებშია ჩამონტაჟებული.
იმისათვის, რომ უმაღლესი შეფასება დაიმსახუროს, ავტომობილმა შეფასება „კარგი“ უნდა დაიმსახურის წინიდან და გვერდიდან შეჯახების ტესტებისას, უნდა გააჩნდეს ეგრეთ წოდებული დინამიური საკისრეები, ასევე უნდა ჰქონდეს გაძიერებული სახურავი. გარდა იმისა, რომ ამ მაჩვენებლებით „ფორდ ფიუჟნი“ მოწოდების სიმაღლეზეა, ის ასევე საწვავის ეკონმიური ხარჯით და საზრიანი ტექნოლოგიებით გამოირჩევა, რომელთა შორისაცაა სისტემა სტარტ-სტოპი.
„ახალი „ფიუჟნი“ კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ „ფორდის“ ავტომობილები უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ IIHS-მ ეს ყველაფერი შესაბამისად დააფასა“, - ამბობს „ფორდის“ საავტომობილო უსაფრთხოების გლობალური ოფისის დირექტორი სტივ კენერი.
ზემოთ ნახსენები უსაფრთხოების პერსონალური სისტემა არის ცალკეულ კომპონენტთა ქსელი, რომლებიც ერთობლივად რეაგირებენ წინიდან შეჯახებაზე და ავარიის ინტენსიურობის შესაბამისად ხსნიან წინა ორსაფეხურიან აირბალიშებს. გარდა ამისა, შესაბამისი ძალით იჭიმება ღვედები, სავარძელი ავტომატურად და მასზე მჯდარის წონის გათვალისწინებით რეაგირებს და იკავებს ყველაზე ოპტიმალურ პოზიციას. საერთო ჯამში, მთელი ამ კომბინაციის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მძღოლი და წინა მგზავრი ნაკლებად დაზარალდნენ არამხოლოდ შეჯახებისგან, არამედ ისეთი დამცავი სისტემებისგანაც, როგორებიცაა აირბალიში და ღვედები.

ვიდეო

No comments:

Post a Comment