დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 13, 2015

რიკარდო: სინგაპურიდან „რედ ბული“ გამოცოცხლდება

Singapore to bring Red Bull car to life – Ricciardo
13 სექტემბერი
დანიელ რიკარდო ირწმუნება, რომ სინგაპურის რბოლაში, „რედ ბული“ ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. მისი თქმით, ამის იმედს ის პროგრესი აძლევს, რომელიც მანქანას ბოლო კვირების განმავლობაში აქვს. საყოველთაო აღიარებით, „რედ ბულის“ ბოლიდის აეროდინამიკა კვლავაც საუკეთესოთა შორისაა პელოტონში. თუმცა გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში, ხელს „რენოს“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატი უშლის.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ მცირე და ნულოვანი გამონაბოლქვის აგრეგატები გვიჩვენა

Jaguar-Land Rover Showcases Low And Zero Emissions Powertrains
13 სექტემბერი
ჰიბრიდული და ელექტრული აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარზე, „იაგუარ ლენდ როვერი“ აქამდე პასიურობას ავლენდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ძლიერ ტრენდზე ჩამორჩენას არც ბრიტანული კომპანია აპირებს. ამის დასტურად, მან სრულიად ახალი ტექნოლოგია, „ელექტრიკ დრაივ მოდული“ (ელექტრული გადაადგილების მოდული) შეიმუშავა, რომელსაც თავისი უახლესი, ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებზე გამოიყენებს.

ოჟიემ მესამე ტიტული ვადამდე მოიპოვა

Rallying-Ogier clinches third world title with win in Australia
13 სექტემბერი
სებასტიან ოჟიემ ავსტრალიის რალიზე გამარჯვებით, ზედიზედ მესამედ მოიპოვა რალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 31 წლის ფრანგი სულ მესამე მრბოლია, ვინც ზედზედ სამი ტიტულის მოპოვება შეძლო. ოჟიემდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ ფინელ ტომი მაკინენს და ფრანგ სებასტიან ლოებს ჰქონდათ.

Saturday, September 12, 2015

„რედ ბული“ ძრავების მიღებას „ფერარისგან“ ეცდება

Red Bull may seek engines from Ferrari after Mercedes snub
12 სექტემბერი
„რედ ბულსა“ და „რენოს“ შორის ურთიერთობის დაძაბვა, ავსტრიულ გუნდს ძრავების ბაზარზე გასვლას და აგრეგატის ახალი მიმწოდებლის მოძებნას აიძულებს. პირველი კომპანია, რომელსაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლის გუნდმა მიმართა, „მერსედეს-ბენცი“ იყო. მაგრამ სამქიმიანებმა უარით გამოისტუმრეს. დარჩა ორი - „ჰონდა“ და „ფერარი“. მაგრამ ამათგან იაპონელები ჯერჯერობით მხოლოდ „მაკლარენთან“ თანამშრომლობენ და სხვასთან ურთიერთობას თავს არიდებენ. ამგვარად, რჩება მხოლოდ „ფერარი“.

მონცას ფასი ფ1-ში დიდ ფულზე მეტია

Monza's F1 value goes beyond pure money
12 სექტემბერი
„ზაუბერის“ შეფ მონიშა კალტენბორნის თქმით, ფ1-ის შეფმა ბერნი ეკლსტოუნმა უნდა გააცნობიეროს, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრიდან მონცას ტრეკის ამოვარდნა, სპორტს გაცილებით მეტ ზარალს მოუტანს, ვიდრე რაიმე დამატებით შემოსავალს. ეკლსტოუნს მონცას ტრეკთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე აქვს და დიდი შანსია იმისა, რომ ამის შემდეგ, კონტრაქტი აღარ გაგრძელდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რბოლის ორგანიზატორებს, ეკლსტოუნისგან მოთხოვნილი გაზრდილი გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ.

„ფორდმა“ კარლა ბრუნი საფრანგეთის სარეკლამო კამპანიაში ჩართო

Ford hires Carla Bruni to sell cars in France
12 სექტემბერი
„ფორდმა“ საფრანგეთის ბაზრისთვის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელშიც საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი გადაიღო. სარეკლამო ფილმში, ბრუნი თავის მრავალწლიან გატაცებაზე - გიტარაზე უარს ამბობს და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ხდება. და რა შუაშია „ფორდი“?

Friday, September 11, 2015

„ფორდმა“ უგზოობის მოდელების გაყიდვების ზრდის გეგმა გამოაქვეყნა

Ford reveals three-year plan to sell more SUVs
11 სექტემბერი
ამ გეგმის მიხედვით, ხუთი ახალი და განახლებული უგზოობის ავტომობილის და ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ეს გეგმა სამწლიანია და ის, უკვე მომავალი წლის ბოლოს, ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვების დაახლოებით 200 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. მისი შესრულება, ბაზარზე განახლებული საშუალო ზომის „კუგას“ და კომპაქტური „ეკოსპორტის“ გამოშვებით დაიწყება. ორივე ბაზარზე ამ წლის ბოლოსთვის გამოვა.

Thursday, September 10, 2015

„არტტექ P315“ ქართული დროშით „დალარასთან“ პაექრობისთვის მზადაა

10 სექტემბერი
ავტოსპორტის ქართველ მოყვარულს უთუოდ ემახსოვრება შოთა აფხაზავას სარბოლო გუნდი „არტ ლაინი“, რომელიც გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატში, ქართული დროშით ასპარეზობდა. გუნდმა 2009 და 2010 წლებში, ფ3-ში გერმანიის თასი მოიგო და იმის ამბიციაც ჰქონდა, რომ ძირითად სერიაშიც მიეღწია გამარჯვებისთვის. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც „დალარას“ შასის გარდა, საკუთარსაც იყენებდა. ფ3-ში, მაშინაც და ახლაც, ეს დასაშვებია.

Wednesday, September 9, 2015

უგზოობის პირველი „ბენტლი“

New Bentley Bentayga SUV Officially Revealed
9 სექტემბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელოდა, არის „ბენტლის“ ისტორიაში უგზოობის პირველი ავტომობილი, სახელად „ბენტაიგა“. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა კომპანიამ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი, EXP 9 F გვიჩვენა და ეს მოლოდინიც სწორედ მაშინ დაიწყო. „ბენტაიგას“ მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება, მანამდე კი „ბენტლიმ“ მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მედიას გააცნო.

„სიტროენ კაქტუს M“ შექმნილია დასვენებისთვის

Citroën Cactus M Concept Is Designed For Leisure
9 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „სიტროენი“ თავის უახლეს კონცეპტუალურ ავტომობილს, „კაქტუს M-ს“ წარადგენს, რომელიც ადრე პოპულარული, მსგავსი ტიპის „მეჰარის“ შთაგონებითაა შემუშავებული. ფრანგლი კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილი დასვენებისთვისაა განკუთვნილი. უფრო მეტიც, „კაქტუს M-ი“ ნებისმიერი ტიპის გზასა და სიტუაციას ადვილად ეგუება.

„რეინჯ როვერ სენტინელი“ - SVO-ს ჯავშნოსანი

JLR's SVO Division Builds Armored Range Rover Sentinel
9 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო „სპეციალური მანქანების ოპერაციებმა“ (SVO), „რეინჯ როვერის“ ბაზაზე, ჯავშნიანი ავტომობილი დაამზადა, მეტსახელად „სინტინელი“ (დარაჯი). ეს პირველი დაჯავშნული ავტომობილია, რომელიც SVO-მ საკუთარი ძალებით შეიმუშავა და დაამზადა. ამ ავტომობილის პრემიერა ლონდონში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ეკიპირების საერთაშრისო შოუზე, 15-18 სექტემბერს გაიმართება.

Tuesday, September 8, 2015

„ჰონდა“ შასიზე აგრეგატის განლაგებას შეცვლის

Honda eyes power unit layout change for 2016
8 სექტემბერი
„ჰონდაში“ თვლიან, რომ მხოლოდ შასიზე აგრეგატის განლაგების შეცვლით შეძლებენ მომავალ სეზონში იმ პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც მათ მიერ შემუშავებულ ძალურ დანადგარს გააჩნია. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ მისი შიდაწვის ძრავი სიმძლავრით „რენოსთან“ ახლოსაა, მაგრამ ენერგიის აღდგენის სისტემების სრულად ამუშავება ვერ ხერხდება და ეს სწორედ არასწორი შეთანწყობის შედეგია.

„სუზუკი“ თავის დამოუკიდებლობას დაიცავს

Suzuki will defend its independence after 4-year dispute with VW ends
8 სექტემბერი
მას შემდეგ, რაც „ფოლკსვაგენისგან“ საკუთარი აქციების გამოსყიდვის უფლება, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსგან მიიღო, „სუზუკი მოტორი“ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აპირებს. გერმანულ კომპანიასთან 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, „სუზუკიმ“ „ფოლკსვაგენს“ საკუთარი აქციების 19.9 პროცენტი მიჰყიდა. სამაგიეროდ, მისგან ჰიბრიდული და სხვა ტექნოლოგიების გაზიარებას ელოდა. თუმცა მათი თანამშრომლობა არ შედგა და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

„ბენტლი ბენტაიგა“ მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი იქნება

Bentley Says Its New Bentayga Will Be the World's Fastest SUV
8 სექტემბერი
„ბენტლი“ აცხადებს, რომ მისი პირველი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბენტაიგა“, მსოფლიოში თავისი კლასის უსწრაფესი ავტომობილი გახდება. ოფიციალური ინფორმაციით, 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ-ს მიაღწევს. ეს კი 17 კმ/სთ-ით მეტია „პორშე კაიენ ტურბო S-ის“ და 21 კმ/სთ-ით მეტი - „მერსედეს-ბენც GLE 63 S AMG-ს“ სიჩქარეზე.

„რედ ბული“ მომავალი სეზონიდან „რენოს“ ძრავს აღარ გამოიყენებს

Red Bull won't use Renault engines in Formula 1 in 2016
8 სექტემბერი
ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ მომავალი სეზონიდან აღარ აპირებს „რენოს“ ძრავებით სარგებლობას. მართალია, მათ შორის კონტრაქტი მხოლოდ 2016 წლის სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ იმავე ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული კომპანია მის ადრეულ შეწყვეტას არ შეეწინააღმდეგება.