დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 9, 2015

უგზოობის პირველი „ბენტლი“

New Bentley Bentayga SUV Officially Revealed
9 სექტემბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელოდა, არის „ბენტლის“ ისტორიაში უგზოობის პირველი ავტომობილი, სახელად „ბენტაიგა“. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა კომპანიამ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი, EXP 9 F გვიჩვენა და ეს მოლოდინიც სწორედ მაშინ დაიწყო. „ბენტაიგას“ მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება, მანამდე კი „ბენტლიმ“ მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მედიას გააცნო.

უნდა ითქვას, რომ კონცეპტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო. ბევრი მას პირქუში გარეგნობის გამო აკრიტიკებდა. „ბენტლიმ“ პირობა დადო, რომ სერიული ავტომობილის დიზაინი უფრო „ლმობიერი“ იქნებოდა. და საბოლოოდ, ასეც არის, რასაც სტილისტებმა ავტომობილის წინა ნაწილის გადაკეთებით მიაღწიეს. სხვა მხრივ, „ბენტაიგა“ თითქმის იმეორებს კონცეპტუალური EXP 9 F-ის ფორმებს. ასევე შეიცვალა ავტომობილის ფანჯრების ხაზი, რომელმაც ავტომობილს უფრო ელეგანტური იერი მიანიჭა.
სალონში ყველაფერი ისეა, როგორც „ბენტლის“ სუპერ მდიდრულ ავტომობილებს შეეფერება. გასაფორმებლად გამოყენებულია ძვირფასი ტყავი და ხე. ყველაფერი ხელით, უმაღლესი ხარისხითაა გაკეთებული. სალონში შეიძლება იყოს ოთხი, ან ხუთი სავარძელი. ეს მყიდველის სურვილზეა დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში, სავარძლები კონტრასტული ნაკერებითაა შეკერილი. წინ სავარძლების რეგუირება 22 პოზიციაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სავარძლებს ემსახურება მასაჟორი (ექვსი რეჟიმით), გამათბობელი და ვენტილატორი.
გარდა ამისა, სალონს აქვს პანორამული სახურავი, რომელიც მას მთელ სიგრძეზე მიჰყვება. ცენტრალურ კონსოლზე, 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი მოთავსდა, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის ძირითადი ნაწილი. გარდა ამისა, უკანა ორ სავარძელს (ოთხ სავარძლიან ვერსიის შემთხვევაში) თითო ტაბლეტი ემსახურება, რომლებიც წინა სავარძლების საკისრეებზეა დამაგრებული. სამ აუდიო სისტემას ჯამში 18 სპიკერი ემსახურება.
ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ მოდულურ პლატფორმა MLB-ს მოდფიცირებულ ვერსიაზეა ბაზირებული. პრემიერის მომენტში, „ბენტაიგა“ აღჭურვილია ბენზინის სრულიად ახალი, 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 ძრავით, რისი წყალობითაც, ეს იქნება მსოიფლიოში უსწრაფესი და უმძლავრესი უგზოობის ავტომობილი. ძრავი 608 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძღავთან 8-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. მათი დახმარებით, „ბენტაიგას“ ადგილიდან 100-ის აკრეფა 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 301 კილომეტრია.
გარდა ამისა, ახალი ავტომობილი აღჭურვილია „ბენტლის“ სისტემა „დრაივ დაინემიკ მოუდით“, რომელსაც ოპციის სახით, პაკეტი „რესპონსივ ოფ-როუდი“ შეიძლება დაემატოს. ეს სისტემა ჯამში 8 რეჟიმს მოიცავს. გარდა ამისა, ეკიპირებაშია კომპიუტერით კონტროლირებადი და რეგულირებადი პნევმო ზამბარები, რომლებისც დაყენებაც, ოთხ განსხვავებულ სიმაღლეზე შეიძლება. შესაბამისად, იცვლება კლირენსი და საკიდარის სიხისტე. ეკიპირებაში ასევე არაერთი ელექტრონული დამხმარე სისტემა შედის, როგორებიცაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, სისტემა სტოპ ენდ გოუ, ტრეფიკ ესისტი, პარკ ესისტი და სხვა.
„მოდელი „ბენტაიგა“ უგზოობის ავტომობილების ჭეშმარიტი „ბენტლია“. ამ ავტომობილს, უგზოობის სექტორში მდიდრულობის გაგება შემოაქვს და ნებისმიერ გარემოში, „ბენტლისთვის“ დამახასიათებელი ხასიათი შემოაქვს. ამას მივაღწიეთ დეტალებზე უპრეცედენტო ყურადღების გამახვილებით და უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებსაც ყველგანმავლის თვისებები ავსებს. ამ არაჩვეულებრივი ავტომობილით, ჩვენ უპრეცედენტო ზრდას, გაყიდვების მომატებას ველით. „ბენტაიგა“, ჩვენი ბრენდის საუკეთესო მომავლისთვის გადადგმული მორიგი ნაბიჯია“, - ამბობს „ბენტლის“ მთავარი აღმასრულებელი ვოლფგანგ დიურჰაიმერი.

No comments:

Post a Comment