დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 28, 2015

ახალი ძრავები „ლენდ როვერ დისქავერი სპორტისთვის“

Land Rover Discovery Sport Gets 150PS and 180PS Ingenium Diesels
28 აპრილი
„ლენდ როვერის“ უახლესი უგზოობის ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ ძრავების გამა, სერია ინჯენიუმის ორი უახლესი დიზელის ძრავით შეივსო, რომლებიც დიზელის ახლანდელ აგრეგატს ჩაანაცვლებენ. ამ ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები პირველ რიგში (მაისიდან), ევროპასა და სამხრეთ კორეაში შევა. ეს ორი ძრავი ფაქტობრივად, ერთია, ფორსირების განსხვავებული ხარისხით. ესაა ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი 150 (380 ნმ) და 180 (430 ნმ) ცხენის ძალით.

„ფერარიმ“ SF15-T რაიკონენის სტილის შესაბამისად შეიმუშავა

Ferrari Boss Had SF15-T Designed to Suit Kimi Raikkonen's Driving Style
28 აპრილი
გასული სეზონი კიმი რაიკონენისთვის კატასტროფული იყო - ფინელმა მრბოლმა ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 55 ქულას მოუყარა თავი. ამ სეზონში კი, სულ რაღაც, 4 რბოლის შემდეგ, უკვე 42 ქულა აქვს. რა თქმა უნდა, გასული სეზონი კიმის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვისაც წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ესპანელმა ის მაინც შეძლო, რომ „უილიამსის“ პილოტებს შორის ჩადგა.

Monday, April 27, 2015

„ფორდ ფოკუს RS-ი“ ჩინეთსაც ეახლა

2016 Ford Focus RS Arriving in China via the Shanghai Auto Show
27 აპრილი
ადრე „ფოკუს RS-ი“ ძირითადად ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მხურვალე ჰეჩბეკი იყო, მაგრამ ძველ კონტინენტზე ისეთი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასზე სოლიდური მოთხოვნა გაჩნდა. პარალელურად, „ფორდმა“ თავისი სამოდელო გამის გლობალიზაცია დაიწყო და ბუნებრივია, ამ პროცესმა ისეთი ნიშური ავტომობილიც მოიცვა, როგორიცაა „ფოკუს RS-ი“. და ეს ავტომობილი პირველად შეაქვს აზიის ბაზარზე. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი შანჰაის ავტო შოუზე გადაიდგა.

მიკ შუმახერმა ფ4-ში პირველი რბოლა მოიგო

Motor racing-Schumacher's son wins on his debut F4 weekend
27 აპრილი
ღიაბორბლიანი ავტომობილებით რბოლებში, თავისი კარიერა წარმატებით დაიწყო მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა. გერმანიის ფორმულა 4-ის სერიის პირველივე ეტაპის მესამე რბოლაში, მან გამარჯვება მოიპოვა. მიკ შუმახერი გამოცდილ ჰოლანდიურ გუნდ „ვან ამერსფოორტ რეისინგის“ წევრია, პირველი რბოლა კი მან გერმანულ ოშერსლებენის ტრეკზე მოიპოვა.

მიკმა თავისი პირველი გამარჯვება მაკრეის ხსოვნას მიუძღვნა

Rallying-Meeke dedicates first WRC win to mentor McRae
27 აპრილი
ბრიტანელი კრის მიკის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - რალი არგენტინა. „სიტროენის“ მრბოლმა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი გამარჯვება თავისი დამრიგებლის, ლეგენდარული კოლინ მაკრეის ხსოვნას მიუძღვნა. „ეს კოლინისთვისაა“, - განაცხადა ჩრდოლოირლანდიელმა, ვინც 2002 წლის შემდეგ, WRC-ს რბოლის პირველი ბრიტანელი გამარჯვებულია.

გადარჩენილი მელაძე და კოდუას გამარჯვების ფორმულა

26 აპრილი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა. რბოლები ოთხ კლასში ჩატარდა და ოთხივემ საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა. განსაკუთრებით გამორჩეული კი, როგორც ყოველთვის, ლეჯენდსის და ფორმულა ალფას რბოლები გამოდგა.

Saturday, April 25, 2015

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ საქართველოში

25 აპრილი
საქართველოს საავტომობილო ბაზარზე, „ლენდ როვერის“ საჯინიბოს ამიერიდან კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ შეემატა, ავტომობილი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრიტანული კომპანიის ბესტ სელერობისთვისაა „განწირული“. თავისი დახვეწილი გარეგნობის გარდა, ახალი ავტომობილი, რომელიც „ლენდ როვერის“ გამაში, ოჯახ „დისქავერის“ პირველი წევრია და რომელმაც პოპულარული „ფრილენდრი“ შეცვალა, უახლესი ტექნოლოგებით და მძლავრი, ეკონომიური და ეკოლოგიური ძრავებით მოხიბლავს.

Friday, April 24, 2015

დათა ქაჯაია FIA-ს ETCC-ს სერიაში იასპარეზებს

24 აპრილი
ცნობილი ქართველი დათა ქაჯაია ამ სეზონიდან ევროპის ტურინგის კლასის ავტომობილების თასზე (ETCC) იასპარეზებს. ცნობისათვის, ეს არის ევროპის ტურინგის კლასის ჩემპიონატის განაყოფი, რომლის ერთი ნაწილიც, 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატად (WTCC) გარდაიქმნა, მეორე კი - ევროპის ტურინგ ქარ-ის თასად.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინურ კოპირებას შეეგუა, ჯერჯერობით...

Land Rover Won't Go After Maker Of Range Rover Evoque Copy
23 აპრილი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ აღიარა, რომ მის ძალებს აღემატება იმ ჩინურ კომპანიასთან სამართლებრივი დავა, რომელმაც ახლახანს, შანჰაის ავტო შოუზე, „რეინჯ როვერ ევოუკის“ იაფფასიანი ასლი წარადგინა. კერძოდ, შანჰაიში ბრიტანული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ კომპანია „ლენდუინდის“ მიერ ინტელექტუალური საკუთრების აშკარად დარღვევის მიუხედავად, ადგილობრივმა მართლმსაჯულებამ, ჩინურ კომპანიას „ევოუკის“ მისეული ასლის, X7-ის წარმოების უფლება მიანიჭა.

Thursday, April 23, 2015

„ფორდ GT-ს“ პრემიერა ცისქვეშეთში

2017 Ford GT’s V6 EcoBoost Makes Sense in Shanghai
23 აპრილი
ეს ავტომობილი ლეგენდას აგრძელებს და ამიტომ, მისი ყველა დიდ ბაზარზე გამოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, სიძვირის მიუხედავად, მისი შეძენის მსურველი მაინც ძალიან ბევრია. არადა, თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც „ლამბორგინი ავენტადორი“.

ფეტელი ჯერ ტიტულზე არ ფიქრობს

Vettel focused on pressuring Mercedes, not fifth title
23 აპრილი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე არ ფიქრობს და მთელ ყურადღებას, ახლო მომავლის მიზნებზე გადაიტანს, რაც „ფერარის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და „მერსედესზე“ მუდმივ ზეწოლას გულისხმობს. პირველ ოთხ რბოლაში ფეტელს ერთი მოგება (მალაიზიაში) და ორი მესამე ადგილი (ავსტრალიასა და ჩინეთში) აქვს. ბაჰრეინში კი მეხუთე ადგილს დასჯერდა და ჯერჯერობით, თუ დღეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება, ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.

ეკლსტოუნი: არ იქნება ფული, არ იქნება იტალიის დიდი პრიზი

No Italian GP future without more money – Ecclestone
23 აპრილი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ „მონცამ უნდა გადაიხადოს, თუ სურს, რომ იტალიის დიდი პრიზის მასპინძლობის უფლება შეინარჩუნოს“. იტალიური ტრეკის ხელმძღვანელობამ ახლახანს გეგმა შეიმუშავა, რომელიც კონტრაქტის 2020 წლამდე გაგრძელებაში უნდა დაეხმაროს.

Wednesday, April 22, 2015

ფ1-ის მექსიკური ტრასის ახალი ესკიზები

New images reveal how 2015 Mexican GP will look
22 აპრილი
სარბოლო ავტოდრომების ცნობილმა არქიტექტორმა ჰერმან ტილკემ, ქალაქ მეხიკოს ძმებ როდრიგესების სახელობის ავტოდრომის (აუტოდრომო ჰერმანოს როდრიგეს) ახალი დეტალები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ამ სეზონიდან ფორმულა ერთი მექსიკას უბრუნდება და რბოლა სწორედ განახლებულ ავტოდრომზე ჩატარდება.

Tuesday, April 21, 2015

„სუზუკი ვიტარას“ დებიუტი შანჰაიში

Suzuki Vitara – Auto Shanghai Live
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უგზოობის უახლესი ავტომობილი „ვიტარაც“ წარადგინა. ამ ავტომობილის წარმოება უნგრულმა ქარხანამ უკვე დაიწყო. მალე კი ის ჩინეთის ბაზარზეც შევა. ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ამჯერად კი ის ცისქვეშეთშიც წარადგინეს. ახალი „ვიტარას“ დიზაინი,  კონცეპტუალური „iV-4-ის“ შთაგონებითაა შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე გაგვაცნო.

„სუზუკი ბუსტერჯეტის“ პრემიერა შანჰაიში

Suzuki reveals 1.4L Boosterjet DI turbo petrol engine
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უახლესი აგრეგატი, სერია ბუსტერჯეტის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი წარადგინა. ეს არის ბენზინის ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. პრემიერის მიუხედავად, იაპონურ კომპანიას შანჰაიში თავისი ახალი ძრავის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.