დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 27, 2015

„ფორდ ფოკუს RS-ი“ ჩინეთსაც ეახლა

2016 Ford Focus RS Arriving in China via the Shanghai Auto Show
27 აპრილი
ადრე „ფოკუს RS-ი“ ძირითადად ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მხურვალე ჰეჩბეკი იყო, მაგრამ ძველ კონტინენტზე ისეთი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასზე სოლიდური მოთხოვნა გაჩნდა. პარალელურად, „ფორდმა“ თავისი სამოდელო გამის გლობალიზაცია დაიწყო და ბუნებრივია, ამ პროცესმა ისეთი ნიშური ავტომობილიც მოიცვა, როგორიცაა „ფოკუს RS-ი“. და ეს ავტომობილი პირველად შეაქვს აზიის ბაზარზე. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი შანჰაის ავტო შოუზე გადაიდგა.
წინა თაობის „ფოკუს RS-ზე“ არსებული, „ვოლვოს“ წარმოების 2.5-ლიტრიანი ძრავი, სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავით შეიცვალა, რომელიც 320 ცხენის ძალაზე მეტს ავითარებს. ეს ძალა ოთხივე ბორბალს, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის გავლით უნაწილდება. ღერძებს და ბორბლებს შორის მომენტის განაწილებას ელექტრონული სისტემა ახორციელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფოკუს RS-ი“ სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვა.
„ფოკუს RS-ი“ ჩინეთში ოფიცალურად არასდროს იყო გაყიდვაში, თუმცა დიდ ქალაქებში არც თუ ისეთი იშვიათობაა. ცისფერი ოვალი ვარაუდობს, რომ ამ ავტომობილს ცისქვეშეთში კარგი მომავალი ექნება. ეს მისი შესაშური ტექნიკური მახასიათებლების გარდა, აგრესიულმა გარეგნობამაც უნდა განაპირობოს.
გაზრდილი სიმძლავრის და აგრესიული აეროდინამიკის მიუხედავად, ახალი „ფოკუს RS-ი“ ადვილად დასამორჩილებელი მხეცია, რასაც მომენტის დინამიკური განაწილების სისტემა და „ბრემბოს“ წარმოების ძალიან მძლავრი მუხრუჭებიც განაპირობებს. გარდა ამისა, ავტომობილის ტემპერამენტს ხელს დიდი ბორბლები და უკანა ანტი ფრთაც უწყობს, რომლებიც ავტომობილს ასევე გარეგნულ აგრესიასაც ანიჭებენ.

No comments:

Post a Comment