დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 10, 2014

მატიაჩი 2015 წელს სულ სხვა „ფერარის“ გვპირდება

Ferrari F1 boss says it will be a "different team" in 2015
10 ივლისი
„ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდის ახალი შეფი მარკო მატიაჩი ამბობს, რომ „სკუდერია“ მომავალ სეზონში „სულ სხვა გუნდად“ მოგვევლინება. მას იმედი აქვს, რომ მისი მოსვლის შემდეგ დაწყებული რესტრუქტურიზაცია შედეგიანი იქნება. როგორც ცნობილია, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს შეფი, ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელად აპრილში გადაიყვანეს. და მაშინვე გუნდის რეორგანიზებას შეუდგა.

Wednesday, July 9, 2014

ახალი „მონდეო“ პლატფორმას პრემიუმ „ლინკოლნს“ გაუზიარებს

Ford says Mondeo sales will be boosted by platform sharing with Lincoln
9 ივლისი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ შემდეგი თაობის „მონდეოს“ ახალ, რთული ატრუქტურის მქონე პლატფორმაზე ააგებს, რომელსაც ცისფერი ოვალის ინჟინრები, ლუქს ბრენდ „ლინკოლნის“ ავტომობილებისთვის ქმნიან. ახალი პლატფორმა, ამერიკულ კომპანიას ევროპის საშუალო ზომის ავტომობილების სეგმენტში პოზიციის გამყარებაში დაეხმარება, რაც საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ეს სეგმენტი გამუდმებით მცირდება.

„ინმოუშნ IM01“ - ნურბურგრინგის აბსოლუტური რეკორდისთვის

InMotion IM01 Aims to Break Nurburgring Record and Win Le Mans
9 ივლისი
გსმენიათ პატარა ჰოლანდიურ კომპანია „ინმოუშნის“ შესახებ? ალბათ არაფერი, მაგრამ მალე გაიგებთ, რადგან ეს კომპანია, ქალაქ აინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამავე ქალაქის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სტუდნტებთან ერთად, სარბოლი პროტოტიპის კლასის ავტომობილის შესაქმნელად მუშაობს, რომლითაც მიზნად ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის გავლის აბსოლუტური რეკორდის დამყარებას ეცდება.

Tuesday, July 8, 2014

ფორმულა 1-ში შეიძლება FRIC საკიდარები აიკრძალოს

Formula 1's FRIC suspension systems set to be banned by FIA
8 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა ერთის გუნდებს წერილობითი შეტყობინებები დაუგზავნა, რომლითაც მათ ატყობინებს, რომ დაკიდების სისტემა FRIC (Front and Rear Interconnected Suspension, ანუ წინა და უკანა საკიდარების ურთიერთკავშირი), რომელსაც გუნდების უმეტესობა იყენებს, ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება.

„ფორდი“ და „ინტელი“ მანქანებს პატრონის ცნობას ასწავლიან

Ford And Intel Use Facial Recognition To Improve In-Car Tech, Safety
8 ივლისი
„ფორდი“ და „ინტელი“ ერთობლივად მუშაობენ პროექტ „პროჯექტ მობაილ ii-ზე“ (Mobile Interior Imaging), რომლის მიზანსაც ისეთი საზრიანი სისტემის შემუშავება წარმოადგენს, რომელიც ვიზუალურად შეძლებს ადამიანების განსხვავებას. სისტემა დაიმახსოვრებს ავტომობილის მფლობელის ინდივიდუალურ პარამეტრებს. გარდა ამისა, საჭესთან სხვა ადამიანის დაჯდომის შემთხვევაში, მას ფოტოებს გადაუღებს და მფლობელს სმარტფონზე გაუგზავნის. გარდა ამისა, სისტემა მფლობელს იმის საშუალებასაც მისცემს, რომ საჭესთან მჯდომი შვილის ქმედებები გააკონტროლოს.

Sunday, July 6, 2014

ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მოიგო

Motor racing-Hamilton wins at home after Rosberg retires
6 ივლისი
როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმა შეწყვიტა ნიკო როსბერგის ჰეგემონია და თანაც, ეს საშინაო რბოლაში გააკეთა, სადაც გამარჯვების შემდეგაც, 2008 წელს კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოიპოვა. ოღონდ, ამჯერად „მერსედესის“ პილოტებს შორის ბრძოლა არ ყოფილა. ჰამილტონმა თანაგუნდელის უიღბლობით ისარგებლა - როსბერგის მანქანზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან და ამის გამო, გერმანელმა ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო რბოლის დასრულება. ამგვარად, ბრიტანული ეტაპის შემდეგ, როსბერგის 29-ქულიანი უპირატესობა 4 ქულამდე შემცირდა.

Saturday, July 5, 2014

დათა ქაჯაიამ სლოვაკეთში ორი რბოლა მოიგო

5 ივლისი
სარბოლო სერია „აქსელერეიშნის“ მეხუთე ეტაპზე, რომელსაც სლოვაკეთი მასპინძლობს, ქართულმა გუნდმა „მია ფორსმა“ და მისმა პილოტმა დათა ქაჯაიამ მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა. კონსტანტინე კოლიაშვილმა კი ერთხელ მესამე და ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავა. ამასთან, ორივემ ორ კლასში - ლეჯენდსსა და პიკაპებში იასპარეზა.

როსბერგის ბრიტანული პოული

Motor racing-Rosberg takes pole in Britain
5 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლამ სიურპრიზები შემოგვთავაზა. ნიკო როსბერგის პოული სიურპრიზი ნამდვილად არაა - ჩემპიონატის ლიდერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სტაბილურობის გარდა, სისწრაფეც არ აკლია. სხვანაირად ლიდერი ვერც იქნებოდა. მოულოდნელობა კი ის იყო, რომ „ფერარი“ და „უილიამსი“ კვალიფიკაციის პირველივე სექტორში სრული შემადგენლობით ჩარჩნენ. „მარუსიას“ პილოტებმა კი პელოტონის შუაგულში დაიკავეს ადგილები.

„მაკლარენი“ ლე მანზე დაბრუნებას აპირებს

McLaren May Race At Le Mans In 2016 With 650S Racer
5 ივლისი
ის უფრო გასაკვირი იქნება, რომ არ დაბრუნდეს. ამ ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის 1995 წლის ტრიუმფატორი (ლეგენდარული F1 GTR-ით) კომპანია, 1999 წლის შემდეგ, სარტეს ტრეკზე აღარ გამოჩენილა. ახლა კი, როცა უოკინგელებმა ფორმულა ერთის გარდა, საგზაო სუპერ ავტომობილების წარმოებაშიც გაიდგეს ფესვები, დღის წესრიგში ლე მანზე დაბრუნება დადგა.

Friday, July 4, 2014

„ფორდი“ „ტრანზიტს“ ყველაზე დიდი აირბალიშით აღჭურვავს

Ford Makes its 15-Passenger Transit Van Safer with Industry First Full Length Side Airbag
4 ივლისი
„ფორდმა“ გადაწყვიტა, პოპულარული სამგზავრო მიკროავტობუსი „ტრანზიტი“ დიდი ზომის აირბალიშით აღჭურვოს, რომელიც მის 15-ვე მგზავრს დაიცავს, როდსაც ავტომობილს გვერდიდან დაეჯახებიან. უპრეცედენტოდ დიდი აირბალიშის შექმნაში, ამერიკულ კომპანიას პარტნიორობა „TRW ავტომოტივმა“ გაუწია, რომელიც ავტომობილების უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემების წარმოებაზეა სპეციალიზებული. უსაფრთხოების ახალი სისტემით „ტრანზიტის“ აღჭურვა მომავალი წლიდან დაიწყება.

რაიკონენი ფ1-ს 2015 წლის სეზონის შემდეგ დატოვებს

Kimi Raikkonen likely to leave F1 when Ferrari deal ends after 2015
4 ივლისი
სილვერსტოუნზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, „ფერარისთან“ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მას აღარ გააგრძელებს. კითხვაზე, რას აპირებს ამის შემდეგ, ფინელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ალბათ გაჩერდება: „ფორმულა ერთში მანამ ვიქნები, სანამ კონტრაქტი დასრულდება, მერე კი ალბათ გავჩერდები“, - ამბობს ფ1-ის 2007 წლის ჩემპიონი.

სუზი ვოლფმა ფორმულა გამოაცოცხლა

Motor racing-Hamilton fastest but troubled by engine woes
4 ივლისი
ყველა ელოდა სილვერსტოუნის პრაქტიკებს. არა იმიტომ, რომ მასზე რომელიმე გუნდისგან „მერსედესისთვის“ რეალური კონკურენციის გაწევას ელოდა ვინმე. არამედ იმიტომ, რომ ფ1-ში კვლავ დადგა (22-წლიანი პაუზის შემდეგ) ის დრო, როცა სარბოლი ავტომობილის საჭესთან ქალი დაჯდა. ამ ქალის სახელია სუზი ვოლფი და მან პირველ პრაქტიკაზე ვალტერი ბოტასი შეცვალა.

Thursday, July 3, 2014

გლიკენჰაუსის ახალ სუპერქარს კარბონის შასი ექნება

James Glickenhaus Next Car Will Feature Bespoke Carbon Chassis
3 ივლისი
სუპერ ავტომობილების მოყვარულებმა ალბათ იცით, ვინც არის ჯეიმს გლიკენჰაუსი - ამერიკელი ინვესტორი, ფერარის ავტომობილების დიდი ტრფიალია, რომელმაც იტალიურ კომპანიას ორი ექსკლუზიური ავტომობილი დაამზადებინა - ერთი Ferrari Enzo-ს, მეორე კი - Ferrari 430 Scuderia-ს ბაზაზე. Scuderia Cameron Glickenhaus (SCG) კი არის ინჟინერთა გუნდი, რომელიც სწორედ ჯეიმს გლიკენჰაუსის ინციატივით შეიქმნა და ორივე პროექტში მიიღო მონაწილეობა.

„ფორდმა“ მსოფლიოს ყველაზე „მწვანე ბრენდის“ წოდება დაიმსახურა

Ford bumps Toyota as world's greenest brand, survey shows
3 ივლისი
ბრენდების კონსალტინგზე სპეციალიზებულმა კომპანია „ინტერბრენდმა“ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის ანალიზის შედეგადაც, სხვადასხვა პარამეტრების შეჯერების შემდეგ, მსოფლიოს 50 ყველაზე „მწვანე“ კომპანიის რეიტინგი შეადგინა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში პირველი ოთხი ადგილი საავტომობილო კომპანიებმა დაიკავა, მათ შორის კი ყველაზე „მწვანეს“ სტატუსი „ფორდს“ მიენიჭა.

Wednesday, July 2, 2014

„კატერჰემს“ პატრონი შეეცვალა

Caterham sold to “a consortium of Swiss and Middle Eastern investors“
2 ივლისი
კანადური დიდი პრიზის დღეებში, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა გამოაცხადა, რომ მალე თავის ფ1-ის გუნდ „კატერჰემს“ გაჰყიდდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული საჯინიბო ამიერიდან შვეიცარიულ-ახლოაღმოსავლური კონსორციუმის ხელში გადავიდა. ამასთან, მას სახელი არ შეეცვლება და ბაზაც ლიფილდში დარჩება.