დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 8, 2014

„ფორდი“ და „ინტელი“ მანქანებს პატრონის ცნობას ასწავლიან

Ford And Intel Use Facial Recognition To Improve In-Car Tech, Safety
8 ივლისი
„ფორდი“ და „ინტელი“ ერთობლივად მუშაობენ პროექტ „პროჯექტ მობაილ ii-ზე“ (Mobile Interior Imaging), რომლის მიზანსაც ისეთი საზრიანი სისტემის შემუშავება წარმოადგენს, რომელიც ვიზუალურად შეძლებს ადამიანების განსხვავებას. სისტემა დაიმახსოვრებს ავტომობილის მფლობელის ინდივიდუალურ პარამეტრებს. გარდა ამისა, საჭესთან სხვა ადამიანის დაჯდომის შემთხვევაში, მას ფოტოებს გადაუღებს და მფლობელს სმარტფონზე გაუგზავნის. გარდა ამისა, სისტემა მფლობელს იმის საშუალებასაც მისცემს, რომ საჭესთან მჯდომი შვილის ქმედებები გააკონტროლოს.
მაგალითად, უცხო პირი ჯდება საჭესთან. ამ დროს, მაჩვენებლების დაფაზე არსებული კამერა მას „დააკვირდება“ და თუ ვერ იცნობს, ფოტოებს გადაუღებს და პატრონს გაუგზავნის. ის კი გადაწყვეტს, მისცეს თუ არა საჭესთან მყოფ ადამიანს მანქანის მართვის უფლება და ამ გადაწყვეტილებას სისტემას სმარტფონითვე ამცნობს.
ახალი მძღოლის იდენტიფიკაციის შემთხვევაში, სისტემა მისი პარამეტრების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილს ავტომატურად მოარგებს. გარდა ამისა, ავტომობილის პატრონს შეუძლია, წინასწარ შეიყვანს სისტემაში იმ ადამიანების პარამეტრები, რომლებიც ოდესმე შესაძლოა საჭესთან აღმოჩნდნენ. ასეთი შეიძლება იყოს ავტომობილის მფლობელის შვილი. ამ დროს შეიზღუდება ავტომობილის სიჩქარე და აუდიოსისტემის ხმის დონე. უფრო მეტიც, მფლობელს შეუძლია, სმარტფონით პირდაპირ გააკონტროლოს შვილის მიერ მისი აბვტომობილის მართვა. ამაში მას ვიდეო კამერა დაეხმარება.
სისტემა „პროჯექტ მობაილი“ ხმოვანი მართვის სისტემასთან კომბინირებულად იმუშავებს. ხმოვანი მართვით კი შესაძლებელი იქნება ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა კლიმატ კონტროლის პარამეტრების შერჩევა, ან ლუქის გაღება/დახურვა და სხვა.
უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე „პროჯექტ მობაილი“ ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტის ფაზაშია. შესაბამისად, „ფორდს“ მისი დაუყოვნებლივ დანერგვა ჯერ არ გადაუწყვეტია.

No comments:

Post a Comment