დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 24, 2014

გუდვუდი განახლებული „ფორდ ფოკუს ST-ს“ მოლოდინში

Goodwood Festival of Speed reveal for new Ford Focus ST
24 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ფორდი“ პირველად წარადგენს პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუს ST-ს“ განახლებულ ვერსიას, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე) ინტერნეტით გაავრცელა. ფესტივალზე ახალი ავტომობილი მონაწილეობას აღმართზე რბოლის ეგრეთ წოდებულ „პირველად ხილვის“ კატეგორიაში მიიღებს, საჭესთან კი პროფესიონალი მრბოლები დაჯდებიან.

ჰამილტონი ნელ პიტ სტოპებს არ შეუფერხებია

Lewis Hamilton accepts slow pitstops didn't prevent him beating Nico Rosberg in Austria
23 ივნისი
ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის ბოლოს, ლუის ჰამილტონი გამარჯვებულ თანაგუნდელ ნიკო როსბერგს თითქმის ორი წამით ჩამორჩა და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ორივე შედარებით ნელი პიტ სტოპი რომ არა, ბრიტანელი რბოლას მოიგებდა. მაგრამ ჰამილტონმა თავადვე უარყო ეს მოსაზრება. არადა, ორი პიტ სტოპის ჯამში, როსბერგთან შედარებით, მან სწორედ ის 1.9 წამი დაკარგა, რამდენიც ფინიშზე მოსაგებად არ ეყო.

Monday, June 23, 2014

ყველაზე მსუბუქი როდსტერი მსოფლიოში?

Elemental RP1 sports car revealed ahead of Goodwood debut
23 ივნისი
შესაძლოა, ასე არცაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბრიტანულმა კომპანია „ელემენტალ ქარზმა“ ძალიან ეფექტური როდსტერი შეიმუშავა, რომელიც ერთდროულად, შეიძლება სატრეკო ავტომობილიც იყოს და საგზაოც. ავტომობილს „ელემენტალ RP1“ ჰქვია და სიმსუბუქის გარდა, წონისა და სიმძლავრის შესანიშნავი ფარდობითაც გამოირჩევა. ავტომობილი ისეა შემუშავებული, რომ ტრეკზე მისვლისას, მარტივი მანპულაციებით შეიძლება მისი სატრეკო ვერსიად გადაკეთება. ტრასაზე სიამოვნების მიღების შემდეგ კი ასევე მარტივად გადაკეთდება საგზაო ავტომობილად.

Ford-ი: 111 წლის იუბილე და რეკორდული გაყიდვები ჩინეთში

Ford Posts 39 Percent Sales Growth in China in the First Five Months of 2014
23 ივნისი
16 ივნისი ოფიციალურად ითვლება „ფორდის“ დაბადების დღედ. 1903 წლის სწორედ 16 ივნისს დაიწყო მუშაობა კომპანიამ, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე“ დააყენა. და სიმბოლურია, რომ ამ დღეს, კომპანიამ მსოფლიოს უდიდეს, ჩინურ ბაზარზე, პირველ ხუთ თვეში, გაყიდვების არნახული, 39-პროცენტიანი ზრდის შესახებ გამოაცხადა.

ერთჯერადი „ფერარი F12 TRS“ მეგა ფასით

Ferrari F12 TRS: the one-off made for the 2014 Ferrari Cavalcade
23 ივნისი
რა აქვს ამ ავტომობილს (ფოტოზე) იმისა, რომ მასში თუნდაც მულტიმილიონიანი ქონების პატრონმა, ვინც გვარის გამხელასაც არ აპირებს, 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს? ეს თანხა ხომ თითქმის ათჯერ მეტია იმ დონორი ავტომობილის ფასზე, რომლის საფუძველზეც აგებულია? თანაც, როგორც ირკვევა, „ფერარის“ სპეციალური პროექტების შტოს ხელიც არ უხლია ძრავისა და დონორის მექანიკური ნაწილისთვის...

Sunday, June 22, 2014

როგორ მუშაობს „აუდის“ ელექტრო-ტურბო ძრავი

Audi’s Electrically-Driven Turbo To Debut In Next-Gen Q7 TDI
22 ივნისი
კონცეპტუალური RS 5 TDI, რომელიც „აუდიმ“ ახლახანს გაგვაცნო და რომელიც TDI დიზელის ტექნოლოგიის სერიულ წარმოებაში დანერგვიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნა, მორიგი ტექნოლოგიური სიახლითაა გამორჩეული, რომლის მსგავსსაც ამ სეზონიდან ფორმულა ერთის ძრავებში იყენებენ.

„რეინჯ როვერ სპორტი“ პაკეტ „სტელსით“

Range Rover Sport Puts On a Stealth Pack Costume for Goodwood
22 ივნისი
კიდევ ერთ ახალ პაკეტს, რომელმაც ისედაც ძალიან პოპულარული „რეინჯ როვერ სპორტის“ შეთავაზება უნდა გაამრავალფეროვნოს, „ლენდ როვერმა“ სახელად „სტელს პაკ“ უწოდა და საზოგადოებას პირველად მას გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარუდგენს, რომელიც 26-29 ივნისს გაიმართება. ახალი პაკეტის წყალობით, უფრო დახვეწილ გარეგნობას მიანიჭებს და მყიდველს ავტომობილის პერსონალიზაციის უფრო შესაძლებლობასაც შეუქმნის.

„ბეემვე“ გამონაბოლქვის შესამცირებლად ისლანდიურ გეოთერმულ ენერგიას იყენებს

BMW Cuts Back on CO2 Emissions by Using Geothermal Power in Iceland
22 ივნისი
ქვებრენდ i-ს ამუშავებით, „ბეემვემ“ დაამტკიცა, რომ გარემოზე დაცვა მისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ბავარიული კომპანია ატმოსფეროს სისუფთავეზე მარტო ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებით როდი ზრუნავს. ის წარმოების პროცესსაც მაქსიმალურად „ამწვანებს“. პირველ რიგში, ეს წარმოებისას განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის გამოყენებით გამოიხატება.

„ფორდ კა“ ბრაზილიიდან მთელი მსოფლიოსთვის

Ford Brazil Reveals New Ka Hatch and Ka+ Sedan
22 ივნისი
„ფორდ ბრაზილმა“ პატარა „კას“ მსოფლიო პრემიერა ფეხბურთში მსოფლიო თასის დღეებს დაამთხვია. თანაც, ერთდროულად მისი ორი ვერსია - ხუთკარიანი ჰეჩბეკი და „კა“ და პატარა სედანი „კა+“ წარმოადგინა. ორივე ავტომობილი ძლიერ ჰგავს იმ კონცეპტს, რომლებიც ცისფერი ოვალის ბრაზილიურმა შტომ შარშან გაგვაცნო. და კომპანიის სლოგან „ვან ფორდის“ შესაბამისად, ორივე გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

როსბერგმა ავსტრიაში გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა

Motor racing-Rosberg wins in Austria to stretch F1 lead
22 ივნისი
„უილიამსმა“ და მისმა ბიჭებმა ცოტა ხნით გაიხარეს და ეყოფათ. მათთვის ვალტერი ბოტასის მესამე ადგილიც „საკმარისია“. სამქიმიანები კი ისევ იქ არიან, სადაც „უნდა იყვნენ“ - კვარცხლბეკის ორ უმაღლეს საფეხურზე. მასპინძელი „რედ ბული“ კი ყველას დაავიწყდა. აბა რა იქნებოდა - სებასტიან ფეტელს თავიდანვე უმუხთლა ტექნიკამ და მოგვიანებით იძულებული გახდა, მისი წვალება შეეწყვიტა. დანიელ რიკიარდოს კი, როგორც ჩანს, მონრეალიდან ეიფორია შორს გამოჰყვა - უხეიროდ დაიწყო და საბოლოოდ, ათეულში შესვლამაც გაახარა - ქულები არავის სწყენს.

Saturday, June 21, 2014

„მაკლარენი“ გუდვუდში სატრეკო ავტომობილს გაგვაცნობს

New Track-Focused McLaren To Debut At Goodwood Festival Of Speed
21 ივნისი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, თავის კიდვ ერთ ახალ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე) ინტერნეტით გაავრცელა. უოკინგელებმა ისიც გაგვანდეს, რომ მათი სიახლე სატრეკო ავტომობილია, რომელიც კომპანიის მოტორსპორტზე ორიენტირებულმა შტო „მაკლარენ GT-მ“ შეიმუშავა.

მასამ და „უილიამსმა“ ფორმულა ერთი გამოაცოცხლეს

Motor racing-Massa puts Williams on pole in Austria
21 ივნისი
მასას მართლა გაუმართლა. იმიტომ კი არა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის გადამწყვეტ მომენტში ლუის ჰამილტონი შეცდა და პოულისთვის ბრძოლა არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ „ფერარიმ“ გასული სეზონის ბოლოს მის ადგილზე კიმი რაიკონენი მიიწვია. გასული სეზონი „უილიამსისთვის“ ძალიან რთული და ალბათ მის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო. მაგრამ წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, იმდენად, რომ ავსტრიაში, სტარტის პირველ რიგში სწორედ მისი ორი პილოტი დადგება. მხოლოდ მათ შემდეგ იქნება ნიკო როსბერგი.

Friday, June 20, 2014

„მერსედესებმა“ პოზიციები გაცვალეს

UPDATE 1-Hamilton fastest in Austrian GP practice
20 ივნისი
მეორე პრაქტიკაზეც „მერსედესი“ ყველაზე სწრაფი იყო. ოღონდ, ამჯერად ცხრილს სათავეში ლუის ჰამილტონი მოექცა, რომელმაც ნიკო როსბერგს 0.377 წამით აჯობა. საინტერესოა, რომ ორივე პილოტი პირველად ასპარეზობს ავსტრიულ ტრეკზე, რომელზეც ამჯერად მასპინძელი კომპანია „რედ ბულია“.

ავსტრიის პირველ პრაქტიკას როსბერგი ლიდერობს

Motor racing-Rosberg tops first practice in Austrian GP
20 ივნისი
კანადური შეფერხების შემდეგ, „მერსედესმა“ კვლავ დაიბრუნა პელოტონის მოწინავეპოზიცია. ავსტრიული ეტაპის პირველ, წვიმიან პრაქტიკაზე ორივე პილოტს საუკეთესო დრო ჰქონდა, მათგან უკეთესი კი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც მხოლოდ 0.140 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს. სამქიმიანებთან ყველაზე ახლოს „ფერარის“ ფერნანდო ალონსოა.

Thursday, June 19, 2014

„ფორდ მუსტანგი“ მუხლების აირბალიშებითაც აღიჭურვება

Active Glovebox Knee Airbag Equips 2015 Ford Mustang
19 ივნისი
„ფორდმა“ კიდევ ერთი სიახლე გაამხილა, რომლითაც თავის ახალ „მუსტანგს“ აღჭურვავს და რომლის გამოყენების მხრივაც, ავტოინდუსტრიის პიონერი გახდება. ესაა ეგრეთ წოდებულ სახელთათმანო ყუთში განლაგებული აირბალიში, რომელმაც წინა მგზავრის ფეხები ტრავმებისგან უნდა დაიცვას. ეს სისტემა ახალი ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.