დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 22, 2014

როგორ მუშაობს „აუდის“ ელექტრო-ტურბო ძრავი

Audi’s Electrically-Driven Turbo To Debut In Next-Gen Q7 TDI
22 ივნისი
კონცეპტუალური RS 5 TDI, რომელიც „აუდიმ“ ახლახანს გაგვაცნო და რომელიც TDI დიზელის ტექნოლოგიის სერიულ წარმოებაში დანერგვიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნა, მორიგი ტექნოლოგიური სიახლითაა გამორჩეული, რომლის მსგავსსაც ამ სეზონიდან ფორმულა ერთის ძრავებში იყენებენ.
ესაა წყვილ ტურბოიანი ძრავი, რომლის ტურბინებიდან უფრო პატარას, ელექტროტუმბო ემსახურება. მისი დანიშნულება ისაა, რომ ძრავის დაბალ ბრუნვებზე, ელექტრო ძრავის დახმარებით, ტურბინაში მაღალი წნევა შეინარჩუნოს. ელექტრო ძრავი წამის მეასედებში უზრუნველყოფს ტურბინის ბრუნთა რიცხვების 70 000-მდე აყვანას, რითაც პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს ტურბო ლაგის ეფექტი. „აუდი“ ახალ ტექნოლოგიას „e-ბუსტად“ მოიხსენიებს.
3.0-ლიტრიანი V6 TDI ძრავი 385 ცხენის ძალას და 750 ნიუტონმეტრს (1 250 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, საიდანაც ამძრავი ძალა ოთხივე ბორბალს მიეწოდება. ამ ტანდემით, კონცეპტ RS 5 TDI-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს აღწევს.
ამ მონაცემების მქონე ძრავისთვის ყველაზე შესაფერისი, სპორტული RS 5 ან თუნდაც სუპერ ავტომობილი R8 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინგოლშტადტელები სხვაგვარად ფიქრობენ. როგორც „აუდის“ დიზელის ძრავების განვითარების განყოფილების შეფი ულრიხ ვაისი ამბობს, ახალი ძრავი მალე გამოჩნდება სერიულ ავტომობილზე, ოღონდ არა სპორტულზე. გამოცემა „მოტორ აუთორიტის“ კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს Q7-ს, რომლის პრემიერაც მალე პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, ვაისმა ღიმილით უპასუხა: „ვადასტურებ, რომ ჩვენ „e-ბუსტის“ დანერგვაზე ვმუშაობთ და გარწმუნებთ, მას მალე ბაზარზე გამოვიტანთ“.
ვაისისვე თქმით, ახალი ძრავის საპორტულ ავტომობილზე გამოყენება ჯერ გადაწყვეტილი არაა და კონცეპტუალურ RS 5-ზე ის მხოლოდ იმისათვის დააყენეს, რომ მისი პოტენციალი უფრო აშკარად გამოვლენილიყო. ამასთან დაამატა, რომ ახალი ტექნოლოგიით მალე დიზელის სხვა ძრავებსაც აღჭურვავენ.

No comments:

Post a Comment