დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 22, 2013

„პორშე“ ფორმულა ერთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს

Porsche denies latest F1 rumours
22 ოქტომბერი
„პორშემ“ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ფორმულა ერთში დაბრუნებას გეგმავდეს. ჯერ კიდევ შარშან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნება, ფორმულა ერთში დაბრუნების წინ ერთგვარი მოთელვაა და მეტი არაფერი. გერმანული კომპანიის გუნდში მარკ ვებერის გადასვლამ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა.

კარლოს საინს უმცროსი ფორმულა ერთს უმიზნებს

2014 could be F1 prelude for Sainz jr - father
22 ოქტომბერი
კარლოს საინსი და კარლოს საინს უმცროსი
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი ამბობს, რომ მისი შვილის, კარლოს საინს უმცროსის კარიერისთვის მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უმცროსი საინსი ახლა მხოლოდ 19 წლისაა და ის „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტთა პროგრამას გადის.

„მერსედეს-ბენცმა“ ახალ S-კლასზე უკვე 30 000 შეკვეთა მიიღო

2014 Mercedes-Benz S-Class Already Registers 30,000 Orders
22 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცში“ უყვართ ხალხში გავრცელებული იმ მოსაზრების ხსენება, რომლის თანახმადაც, S-კლასის სედანი მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილია. ახლა კი ამის დასტურად, სტატისტიკის მოშველიებაც შეუძლიათ - უახლესი S-კლასი ბაზარზე სამი თვის გამოსულია, სამქიმიანებს კი მასზე უკვე 30 000 შეკვეთა აქვთ მიღებული.

„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ ჰონ კონგის ტაქსადაც იმუშავებს

New Ford Transit Connect Taxi Goes to Hong Kong
22 ოქტომბერი
ჰონ კონგი დაემატა იმ დიდი ქალაქების სიას, სადაც „ფორდის“ უახლესი ვენი „ტრანზიტ კონექტი“, რომელსაც „მომავლის ტაქსი“ უწოდს, ტაქსის ფორმაში გამოწყობილი ივლის. „ფორდს“ ამერიკაში ტაქსის ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტი ეკუთვნის და ახლა უკვე გლობალურ ბაზარზეც გადის. ცისფერი ოვალის მიზანს, პირველ რიგში, მსოფლიოს დიდი ქალაქების „ათვისება“ წარმოადგენს.

„მაკლარენ P1“ ნურბურგრინგზე - 6:47

Internet Rumors Talk of McLaren P1 Lapping the 'Ring in 6:47
22 ოქტომბერი
არაოფიციალური ინფორმაციით, „მაკლარენ P1“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - წრე 6 წუთსა და 47 წამში გაიარა და ერთი წამით გააუმჯობესა „რადიკალ SR8 LM-ის“ ძველი რეკორდი. იმავდროულად, ბრიტანულმა ჰიბრიდულმა ავტომობილმა, სერიული ავტომობილების რეკორდიც (6:57) გააუმჯობესა, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისმა უშუალო კონკურენტმა, „პორშე 918 სპაიდერმა“ დაამყარა.

Monday, October 21, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი C-კლასის ინტერიერი გვიჩვენა

New 2015 Mercedes-Benz C-Class Interior Uncovered in Official Shots
21 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცი“ პრემიერისთვის C-კლასის სედანს ამზადებს და სანამ ახალ ავტომობილს გვიჩვენებს, მისი ინტერიერის ფოტოები გაავრცელა. პირველივე შეხედვით, ამ სალონს უფრო პატარა CLA-ს კაბინას მიამსგავსებთ. მაგალითად, ერთნაირია საჭის რგოლი, მაჩვენებლების დაფა, სავენტილაციო მილების განლაგება. 

„მაკლარენი 2015“ - ალონსო და მაგნუსენი

McLaren to have Magnussen, Alonso in 2015 - report
21 ოქტომბერი
დანიური გაზეთი „ეკსტრა ბლადეტი“ წერს, რომ 2015 წლის სეზონში „მაკლარენის“ პილოტები ფერნანდო ალონსო და კევინ მაგნუსენი იქნებიან. 21 წლის დანიელი მრბოლი, ვისაც „მაკლარენი“ უწევს პროტეჟირებას, ახლახანს სერია ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა და სპეციალისტები მას წარმატებულ მომავალს უწინსწარმეტყველებენ.

„მაკლარენმა“ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა

McLaren Confirms Final Specs for P1
21 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომლებიც გაცილებით სჯობს პირვანდელ მონაცემებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარება, რომელსაც უოკინგელთა სიამაყე 2.8 წამში ახერხებს. ასევე შთამბეჭდავია 0-200 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო - 6.8 წამი. დაბოლოს, P1-ს სამართლიანად შეიძლება იამაყოს 0-300 კმ/სთ-მდე აჩქარების დროით - 16.5 წამი. ეს 5.5 წამით ნაკლებია ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ ანალოგიურ აჩქარებაზე. დაბოლოს მაქსიმალური სიჩქარე - 350 კმ/სთ.

ბარიკელო აღიარებს, რომ ფ1-ში დაბრუნებას ვერ ახერხებს

Barrichello admits F1 return in 2014 unlikely
21 ოქტომბერი
როგორც ჩანს, ბრაზილიელი პილოტისთვის, ვისაც ფორმულა ერთში ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ფ1-ის კარიერას გაგრძელების პერსპექტივა აღარ აქვს. სამაგიეროდ, ბრაზილიის სტოკ ქარის ჩემპიონატში გააგრძელებს ასპარეზობას. ეს ყველაფერი რუბინიუმ თავად აღიარა იმის პასუხად, რომ პადოკში გავრცელებული ხმებით, მას მალე ფ1-ის რომელიმე გუნდში ვიხილავდით.

Sunday, October 20, 2013

„ფორდი“ „ვინიალეს“ მყიდველს სპეც მომსახურებას სთავაზობს

Ford Says Vignale Customers To Get Special Experience, Including Life Time Free Car Washes
20 ოქტომბერი
ფრანკფურტის მოტორ შუზე, „ფორდმა“ თავისი სუბ-პრემიუმ ქვე-ბრენდი „ვინიალე“ და მასთან დაკავშირებული გეგმები გაგვაცნო. „ვინიალეს“ პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, საშუალო ზომის სედან „მონდეოს“ ბაზაზე აიგო. მაგრამ მთავარი მარტო ავტომობილი არ არის. არც მისი გარეგნობა და მდიდრულად გაწყობილი ინტერიერი.

ვილნევი - ფეტელმა ვებერი გაანადგურა

Vettel 'destroyed Mark Webber' - Villeneuve
20 ოქტომბერი
ბოლო დროს, სებასტიან ფეტელს დაჯილდოების ცერემონიაზე ხშირად უსტვენენ და უკმაყოფილო შეძახილებით ამკობენ. ბევრი თვლის, რომ ის ზედიზედ მეოთხედ, ედრიან ნიუის მიერ შექმნილი საოცარი მანქანებით ხდება ჩემპიონი. ბევრს კი მიაჩნია, რომ გუნდი თავის ორ პილოტს შორის, უპირატესობას გერმანელს ანიჭებს და ამ დროს, მარკ ვებერი იჩაგრება.

ძველი კონცეპციები - „პონტიაკ კლაბ დე მერ“

Past Beauties: 1956 Pontiac Club de Mer Concept Car
20 ოქტომბერი
„პონტიაკი“ დღეს ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა ერთ დროს ძალიან პოპულარული ამერიკული ავტოკომპანია იყო და რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ დიდი ოჯახის სიამაყეს წარმოადგენდა. პოპულარული ავტომობილების გარდა, ამ მარკამ ბევრი საინტერესო კონცეპტუალური მოდლითაც გაითქვას სახელი, რომელთაგან ერთ-ერთი, 1956 წლის „ჯენერალ მოტორს მოტორამაზე“ წარმოადგინეს.

დათა ქაჯაია ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

20 ოქტომბერი
დათა ქაჯაიამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიის ჩემპიონის ტიტული. ქართველი მრბოლის შარშანდელ ევროპულ გამოსვლებს თუ „ვენი, ვიდი, ვიჩის“ (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) ხასიათი ჰქონდა, წელს ის იქ აშკარა ფავორიტი იყო და ეს სტატუსი სრულად გაამართლა. დღეს მან საფრანგეთის ნოგაროში სეზონის ბოლო, მეშვიდე ეტაპის ენდურენს რბოლაც მოიგო და საჩემპიონო თასიც აღმართა!

Saturday, October 19, 2013

„მუსტანგი“ გერმანიაში „ფორდ T5-ის“ სახელით იყიდბოდა

Did You Know that Ford Sold the Mustang in Germany as the T5 Because of Trademark Issues?
19 ოქტომბერი
„ფორდ მუსტანგი“ ამერიკის ისეთივე სახეა, როგორიც „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“, მაგრამ თურმე ამ ავტომობილს გერმანიაში სულ სხვა სახელით ყიდდნენ... 1964-1979 წლებში „ფორდი“ იძლებული ყოფილა, თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი გერმანიის ბაზარზე, არაფრის მთქმელი T5-ის სახელით გაეყიდა.

„ჰიუნდაი“ ლონდონში ფიჭური ელემენტის დემონსტრირებას გეგმავს

Hyundai to Reveal Fully-Functioning Fuel Cell Farm Demonstration Next Week in London
19 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ იმ მცირერიცხოვან კომპანიათა შორისაა, რომლებიც დიდი მონდომებით მუშაობენ ფიჭური ელემენტების მასობრივ წარმოებაში დანერგვაზე. კორეული კომპანია ასეთი სისტემით აღჭურვილი პროტოტიპების ტესტირებას უკვე აწარმოებს მალე გახდება მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილების სერიულ წარმოებას დაიწყებს.