დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 21, 2013

ბარიკელო აღიარებს, რომ ფ1-ში დაბრუნებას ვერ ახერხებს

Barrichello admits F1 return in 2014 unlikely
21 ოქტომბერი
როგორც ჩანს, ბრაზილიელი პილოტისთვის, ვისაც ფორმულა ერთში ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ფ1-ის კარიერას გაგრძელების პერსპექტივა აღარ აქვს. სამაგიეროდ, ბრაზილიის სტოკ ქარის ჩემპიონატში გააგრძელებს ასპარეზობას. ეს ყველაფერი რუბინიუმ თავად აღიარა იმის პასუხად, რომ პადოკში გავრცელებული ხმებით, მას მალე ფ1-ის რომელიმე გუნდში ვიხილავდით.
არადა, ცოტა ხნის წინ, თავად ბარიკელო ამბობდა, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფ1-ში დაბრუნებას აპირებდა. 41 წლის მრბოლს საჭირო სპონსორებიც კი ჰყავს იმისათვის, რომ საშუალო გუნდში იშოვნოს ადგილი. ლაპარაკი იყო „ზაუბერში“ მის გადასვლაზე, სადაც რუბინიუს თანაგუნდელი, რუსი ახალბედა სერგეი სიროტკინი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ შვეიცარიული გუნდის შეფმა მონიშა კალტენბორნმა ეს ვერსია პირადად უარყო. სწორედ ამის შემდგ თქვა ბარიკელომ, ბრაზილიაში დარჩენა მირჩევნიაო. მართალია, ჯერაც არსებობს იმის რეალური შანსი, რომ მან რომელიმე საშუალო გუნდში იშოვნოს ადგილი. მაგრამ როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მისი ასაკია - ფ1 ძალიან გაახალგაზრდავდა და მის გარემოში 41 წლის მრბოლი უკვე არანაირ სტანდარტს აღარ შეესაბამება. ამ ასაკისამ, თვით მიხაერლ შუმახერმაც კი ვერ ისახელა თავი...
ბარიკელო აღიარებს, რომ ფ1-ის რბოლებში მონაწილეობა ენატრება, თუმცა ბრაზილიაში ასპარეზობასაც აქვს დადებითი მხარე - რბოლის შემდგომ, ის მალევე ახერხებს ოჯახში დაბრუნებას, რაც ფ1-ში ყოფნისას შეუძლებელი იყო. „ჩემი ცხოვრების ხარისხი უკეთესობისკენ შეიცვალა. ასე რომ, რასაც ერთი ხელით დაკარგავ, მეორეთი აინაზღაურებ“, - ამბობს ბარიკელო.

No comments:

Post a Comment