დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 14, 2014

„ფერარის“ პილოტებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ

Who's earning what? Driver salaries revealed
14 აგვისტო
გამოცემა „ბიზნეს ბუკ GP-მ“ გამოაქვეყნა ფორმულა ერთის პილოტების წლვანდელი სეზონის ხელფასები, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება „ფერარის“ პილოტებს აქვთ. კერძოდ, ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი 22 მილიონ ევროს მიიღებენ. ანალოგიური ხელფასი აქვს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელსაც.
წინა სეზონთან შედარებით, სამივეს ხელფასი გაზრდილია. ყველაზე სოლიდური მტება რაიკონენს აქვს, რომელმაც გასულ სეზონში „ლოტუსისგან“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო მიიღო. ფეტელის ხელფასი 10 მილიონი ევროთი გაიზარდა, ალონსოსი კი - მხოლოდ 2 მილიონით. საინტერესოა, რომ ბოლო ოთხ სეზონში ალონსო ყველაზე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა. კერძოდ, 2011 და 2012 წლებში, მას „ფერარიმ“ 30-30 მილიონი ევრო გადაუხადა.
მათ შემდეგ ყველაზე მაღალი ანაზღაურება ლუის ჰამილტონს აქვს, ვისაც „მერსედეს AMG“ შარშანდელის მსგავსად, 20 მილიონ ევროს უხდის. მასზე რვა მილიონთ ნაკლებს იღებს მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი. თუმცა ახალი კონტრაქტით, მომავალი სეზონიდან როსბერგის ხელფასი ჰამილტონისას გაუტოლდება. გერმანელზე მეტი ანაზღაურება ჯენსონს ბატონსაც აქვს, რომელსაც უკვე სამი წელია, „მაკლარენი“ 16 მილიონ ევროს უხდის.
ფ1-ის თანამედროვე პილოტებიდან, მილიონ ევროზე მეტი ანაზღაურება 14-ს აქვს. მათგან ყველაზე „დაჩაგრულები“ კევინ მაგნუსენი და ვალტერი ბოტასი არიან, რომლებსაც შესაბამისად, „მაკლარენი“ და „უილიამსი“ მხოლოდ 1.0 მილიონს უხდიან. ყველაზე მცირე ხელფასი კი „კატერჰემის“ პილოტებს, კამუი კობაიაშის და მარკუს ერიქსონს აქვთ, რომლებიც მხოლოდ 150 000 ევროს იღებენ. მხოლოდ 750 000 ევროს მიიღებს „რედ ბულის“ ახალწვეული დანიელ რიკარდო, რომელიც ჯერჯერობით ქულებით თავის ტიტულივან თანაგუნდელს სჯობნის.

2014 წლის სეზონის ხელფასები (მილიონი ევრო)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    22.0
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             22.0
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              22.0
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           20.0
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 16.0
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     12.0
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         4.0
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            4.0
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    3.0
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        3.0
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    3.0
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    2.0
13. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1.0
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1.0
15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          0.750
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            0.750
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       0.500
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 0.400
19. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    0.250
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მრუსია)                       0.200
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                0.150
22. კამუის კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    0.150

No comments:

Post a Comment