დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 12, 2014

„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ დიზაინზე მუშაობა დაასრულა

New Land Rover Defender design signed off
12 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ როგორც იქნა, დაასრულა უგზოობის მოდელ „დიფენდერის“ შემცვლელის დიზაინზე მუშაობა. ახალი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს, არ იქნება კონცეპტ DC100-ს მსგავსი, რომელიც სამი წლის წინათ გვიჩვენა და რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ეს კონცეპტი და მისი სპორტული ვერსია „DC100 სპორტი“, „ლენდ როვერმა“ 2011 წელს წარმოგვიდგინა და მაშინ კომპანიის დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების დანიშნულება, „ლენდ როვერის“ ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოდელის მომავალზე დისკუსიის დაწყებაა.
ბრიტანული კომპანია ჯერჯერობით არ გვიჩვენებს „დიფენდერის“ შემცვლელის გარეგნობას, თუმცა გვპირდება, რომ ის არ იქნება წინამორბედის მსგავსი. ძველი „დიფენდერის“ წარმოება მომავალ წელს, მანამ შეწყდება, სანამ ახლის წარმოება დაიწყება. კომპანიის ხელმძღვანელობა ამჟამად იმას განიხილავს, თუ რა ინტერვალით უნდა შეწყდეს ძველის და დაიწყოს ახლის წარმოება.
ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, თუ როდის უნდა გვიჩვენონ პირველად ახლის სტილი. და უნდა მოხდს ეს ეტაპობრივად, ავტომობილის სხვადასხვა ნაწილების ფოტო ტიზერების ჩვენებით, თუ მთლიანად. „ლენდ როვერში“ იმასაც აცნობიერებენ, რომ ძველი მოდელის სტილი, კვლავაც რჩება მისი ფანების გულებში, თუმცა ამ ავტომობილს უკვე დიდი ხანია, მოგება აღარ მოაქვს.
ცნობილია, რომ მალე ახალი „დიფენდერის“ ბაზაზე, უგზოობის ავტომობილების ახალი ოჯახი შეიქმნება, რომელთა საერთო თვისებები იქნება „პრემიუმ გამძლეობა“, ანუ, ისინი „დიფენდერის“ მთავარ თვისებას, გამძლეობას და გამავლობას შეინარჩუნებენ, რასაც კომფორტი და მდიდრულობა დაემატება. ამასთან, ამ ოჯახის ავტომობილები ცალკე პლატფორმაზე აიგება. ასევე ცნობილია, რომ რენტაბელობისთვის, წლიურად 50 000 ცალი „დიფენდერის“ გაყიდვა სრულიად საკმარისი იქნება.
კონცეპტუალური DC100-ს პრემიერა ფრანკფურტის 2011 წლის მოტორ შოუზე გაიმართა. ამის შემდეგ, ავტომობილს კალიფორნიაში შეზღუდული ტესტები მედიის მიერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა მისი სიმარტივე და სიხალასე. მაგრამ კონცეპტი არ მოიწონეს „ლენდ როვერის“ ეგრეთ წოდებულმა ტრადიციონალისტმა ფანებმა. საბოლოოდ, სწორედ მათი დამოკიდებულება გახდა გადამწყვეტი.

No comments:

Post a Comment