დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 14, 2014

„კაპარო T1 ევოლუშნ“ 700 ცხენის ძალით

Caparo developing new T1 track car with more than 700bhp
12 აგვისტო
ბრიტანული საინჟინრო კომპანია „კაპარო“ წარმოებისთვის თავის სუპერ ავტომობილ T1-ის ახალ ვერსიას, „T1 ევოლუშნს“ ამზადებს, რომლის მფლობელის განკარგულებაშიც, კომპანიის ინფორმაციით, 700 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. „კაპაროს“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი, მისი წინამორბედის გენომს შეინარჩუნებს, თუმცა გარეგნულად განსხვავებული იქნება. ასევე შეიცვლება მისი შასი და დამხმარე სისტემები, როგორებიცაა ABS, ტრექშნ კონტროლი და სტაბილურობის კონტროლი.
„კაპარომ“ თავისი ახალი ავტომობილის შესახებ ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარს“ მხოლოდ ძრავის სიმძლავრე გააცნო. ცნობისათვის, T1 აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 575 ცხენის ძალას ავითარებს. ამ მახასიათებლებით, T1-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.5 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 160 კმ/სთ სიჩქარეს კი 5.0 წამში აღწევს. საინტერესოა, რომ „კაპარომ“ ამ ძრავის მოდიფიცირებული ვერსია სტენდზე გატესტა, რა დროსაც, მაჩვენებლებმა 700 ცხენის ძალის მოხსნა დააფიქსირა.
„კაპაროს“ ვებგვერდი იტყობინება, რომ „T1 ევოლუშნზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ფასზე არაფერია ნათქვამი. „ავტოქარ-ის“ ვარაუდით, ახალი ავტომობილი 211 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში უნდა ღირდეს. ასეთ ვარაუდს ჟურნალი T1-ის ფასის გათვალისწინებით აკეთებს.

No comments:

Post a Comment