დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 4, 2014

ლაუდას ვარაუდით, ახალ სეზონში მთავარი მანქანის გამძლეობა იქნება

Niki Lauda believes that reliability will be key factor in 2014 Formula 1 title battle
4 იანვარი
ფორმულა ერთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა დარწმუნებულა, რომ მომავალ სეზონში, ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი, ტექნიკის გამძლეობა იქნება. ამის მიზეზად კი „მერსედესის“ გუნდის არააღმასრულებელი დირექტორი იმ ფაქტს ასახელებს, რომ რადკალურადაა შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტი.
სხვა ბევრი სპეციალისტის მსგავსად, ლაუდა თვლის, რომ მომავალ სეზონში აუცილებელი არ იქნება, გყავდეს უსწრაფესი მანქანა. სრულიად ახალი ძრავების გამოყენება ლიმიტირებულია, რაც სეზონის მიწურულს, გუნდებს ბევრ პრობლემას შეუქმნის. გარდა ამისა, რბოლისას პილოტებს საწვავის ზომიერად გამოყენებაზე ზრუნვაც მოუწევთ, რადგან საწვავის გამოყენებაც შეზღუდულია. ამიტომ, პილოტებისთვის და გუნდებისთვის უპირველესი მიზანი ფინიშთან მისვლა იქნება.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ „მერსედესს“ ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ექნება, ლაუდა პასუხობს: „ეს ახლა არავინ იცის. ამ ეტაპზე მიზანი მაქსიმალური საიმედობის მიღწევაა. მთავარია, გქონდეს ყველაზე გამძლე ძრავი, გადაცემათა კოლოფი და მანქანა და ამ შემთხვევაში, ჩემპიონობაც რეალური იქნება. ახალ სეზონში სიჩქარეზე მეტად, ტექნიკის გამძლეობა დაფასდება. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ ყველა“.
ყველაფრის მიუხედავად, სწორედ „მერსედესია“ მიჩნეული მთავარ ფავორიტად. ასეთი ვარაუდის საბაბს კი სამქიმიანების პრაქტიკულად შეუზღუდავი ტექნოლოგიური შესაძლებლობები იძლევა. ამ ფაქტს ლაუდაც აღიარებს და ამბობს, რომ სამქიმიანებს რეალური შანსი აქვთ, წერტილი დაუსვან „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის დომინაციას.

No comments:

Post a Comment