დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 5, 2014

მიულერი: ლოებს WTCC-ში დებიუტისთანავე შეუძლია გამარჯვება

Sebastien Loeb tipped by Yvan Muller to win races in debut WTCC campaign
5 იანვარი
ტურინგის კლასში (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ) მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ფრანგი ივან მიულერი დარწმუნებულია, რომ სებასტიან ლოები სადებიუტო სეზონშივე შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. მათ უკვე ჩაატარეს უახლესი სარბოლი „სიტროენის“ ტესტები, რომლებზეც ლოებმა ტიტულოვანი თანამემამულის აღფრთოვანება გამოიწვია.
მიულერი ამბობს, რომ ლოებს სიჩქარეც და ტექნიკური აღქმაც საკმარისად აქვს იმისათვის, რომ პირველივე რბოლებიდან, თავი დებიუტანტად არ იგრძნოს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა შეძლოს. მართალია, ლოებს ადრე WTCC-ში არ უასპარეზია, მაგრამ გასულ სეზონში, წრიულ რბოლებში გამოცდილება დააგროვა - FIA-ს GT სერიაში, საკუთარ გუნდთან ერთად (მაკლარენ MP4-12C-ს სარბოლი ვერსიით) ერთად იასპარეზა, შვიდიდან ერთი რბოლა მოიგო, ორი კვარცხლბეკზე დაასრულა და საბოლოოდ, სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
„ზოგი ფიქრობს, რომ სებასტიანს საკმარისი სიჩქარე არ ექნება, მაგრამ ტესტების დროს თავად ვნახე, თუ რა შეუძლია მას. სიჩქარეც აქვს და ტექნიკურადაც მოწოდების დონეზეა. შეძლებს მოგებას? ვისთანც კი მიმუშავია, ტექნიკური თვალსაზრისით, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ინჟინრებთან ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. ამ ეტაპზე, მას ჩემგან უწევს სწავლა, მაგრამ თავადაც მისგან ბევრი რამ გავიგე. ამასთან, მისი სიჩქარით გაოცებული ვარ. მონცაზე ტესტებისას ძალიან სწრაფი იყო. ტყუილად არაა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი. ჯერ ძნელია იმის თქმა, თუ რისი მიღწევა შეგვიძია, რადგან არ ვიცით, ჩვენი მეტოქეები რა დონეზე იქნებიან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას რბოლებში გამარჯვება შეუძლია“, - ამბობს მიულერი.

No comments:

Post a Comment