დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 4, 2013

„რედ ბულს“ 2008 წელს ალონსოს გადაბირება სურდა

Red Bull wanted to sign Alonso for 2008
4 ნოემბერი
ესპანური გაზეთი „ელ მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ „რედ ბულს“ 2008 წელს ფერნანდო ალონსოს გადაბირება სურდა, მაგრამ ესპანელმა „რენოში“ დაბრუნება არჩია, რომელთან ერთადაც, თავისი ორივე ტიტული აქვს მოპოვებული. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის ალონსო პირველი არჩევანი იყო. ხარებმა ორგზის ჩემპიონთან 2007 წლის სეზონის მეორე ნახევარში გააბეს მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც ალონსოს კონფლიქტი მოუვიდა „მაკლარენთან“.
„ყველაფერი ალონსოს ხელში იყო და როგორც შემდგომში გამოჩნდა, მას თავისი კარიერის და ფორმულა ერთის ისტორიის რადიკალურად შეცვლა შეეძლო“, - ამბობს გაზეთის რეპორტიორი ელვირა გონსალესი და დასძენს, რომ ალონსომ უფრო ტიტულოვანი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან მაშინ „რედ ბულისგან“ ასეთ დომინაციას არავინ ელოდა.
„რედ ბულმა“ დევიდ კულტჰარდს და მარკ ვებერს გაუგრძელა კონტრაქტი, 2008 წლის იტალიის დიდ პრიზზე სებასტიან ფეტელის ტრიუმფის შემდეგ კი სწორედ მისი აყვანა გადაწყვიტა. და ამაში თავისი როლი „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეების მრჩეველმა, ჰელმუტ მარკომ შეასრულა, ვინც ფეტელს ყურადღებას პატარაობიდან აქცევდა. ფეტელმა „რედ ბულში“ კულტჰარდი 2009 წელს შეცვალა, როცა ალონსომ „რენო“ დატოვა და „ფერარიში“ გადაბარგდა.
გონსალესი ამბობს, რომ „რედ ბულსა“ და ალონსოს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირა გაგრძელდა. გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდში გამართულა და მას გერჰარდ ბერგერი (იმ დროს ტორო როსოს თანამფლობელი იყო, რომელშიც ფეტელი ასპარეზობდა), ალონსოს მენეჯერი ლუის გარსია აბადი და კომპანია „რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი მონაწილეობდნენ.
„მაშინ მატეშიცს ღიად უთქვამს: მე მინდა ალონსო, მაგრამ მინიმუმ ორი წლით და კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების უფლებით“, - ყვება გონსალესი და დასძენს, რომ მაშინ ალონსო სხვა გუნდებთანც აწარმოებდა მოლაპარაკებას და მისი მთავარი პირობა, ერთწლიანი კონტრაქტი იყო, რადგან წინდაწინ იცოდა, რომ „ფერარიში“ უნდა გადასულიყო.
მატეშიცს კი უთქვამს, მირჩევნია, გამარჯვების უნარის მქონე მანქან შევქმნა და საუკეთესო პილოტების მოწვევაზე მერე ვიზრუნოო. მაგრამ მარკოს რჩევით, საუკეთესო სახელოვან პილოტებს შორის აღარ მოუძებნია, რადგან „რედ ბულის“ ფარმ გუნდში (ტორო როსოში) ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა...

No comments:

Post a Comment