დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 4, 2013

ალონსოს სამედიცინო შემოწმება დასჭირდა

Alonso passed fit after impact in Vergne incident
4 ნოემბერი
აბუ დაბიში რბოლის შემდეგ, ფერნანდო ალონსოს სამედიცინო შემოწმება დასჭირდა. ამის მიზეზი ზურგის არეში ძლიერი ტკივილები გახდა. რამდენიმე ტესტის შემდეგ, ექიმებმა ალონსო გამოწერეს. როგორც ირკვევა, რბოლის 44-ე წრეზე მომხდარი ინციდენტისას, „ფერარის“ პილოტმა 25g ვერტიკალური გადატვირთვა მიიღო და ეს დატვირთვა მთლიანად ხერხემალზე მოვიდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ალონსო პიტლეინიდან ტრასაზე ბრუნდებოდა. ამ დროს, ტრასის ზუსტად იმ მონაკვეთში, სადაც პიტლეინიდან გამოსასვლელია, ჟან-პიერ ვერნის „ტორო როსო“ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, ალონსოს ტრასიდან გადასვლამ მოუწია, მაღალ სიჩქარეზე (250 კმ/სთ-მდე), მიაი მანქანა კერბზე ახტა და მაშინვე გზას დაუბრუნდა. ბედად, ალონსომ შეჯახება თავიდან აიცილა, თუმცა მოგვიანებით, ზურგის ტკივილები დაეწყო.
სხვათა შორის, სტიუარდებმა ინციდენტი რბოლის შემდგომ განსახილველად შემოინახეს, რადგან ჩათვალეს, რომ გზიდან გადასვლით, ალონსომ სიჩქარე შეინარჩუნა და პოზიცია მოიგო. მაგრამ დაწვრილებითი განხილვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ალონსოს შეჯახების თავიდან ასაცილებლად სხვა გზა არ ჰქონდა.
„იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ კბილები მთელი შემრჩა. ტრასაზე დაცემისას, ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე. სამაგიეროდ, ზურგი მტკივა“, - განცხადა ალონსომ, ვინც რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატში ისევ მეორე ადგილი უკავია. ის 34 ქულას უგებს მესამეზე მყოფ კიმი რაიკონენს, რომლისთვისაც რბოლა პირველივე მოსახვევში დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 12 g არის მაქსიმალური გადატვირთვა, რომელსაც სამხედრო თვითმფრინავების პილოტები მკვეთრი მანევრირებისას ღებულობენ. ალონსოს „ფერარის“ კოკპიტში არსებულმა სენსორმა 15g დააფიქსირა, თუმცა რბოლის შემდგომ შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის არაზუსტ მონაცემებს იძლეოდა. სხვათა შორის, 15g ის გადატვირთვაა, რომელსაც პილოტი კატაპულტირებისას განიცდის. ადამიანისთვის საზიანოდ ითვლება 50g გადატვირთვა.

No comments:

Post a Comment