დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 2, 2013

ალონსო ველოსპორტულ გუნდს ყიდულობს

Alonso buys world tour cycling team
2 სექტემბერი
ფერნანდო ალონსომ გამოაცხადა, რომ თავის სპონსორებთან ერთად, 6 მილიონი ევროს საფასურად, პროფესიულ ველოსპორტულ გუნდს, „ეუსკალტელ-ეუსკადის“ ყიდულობს. ამგვარად, არ გამართლდა ფორმულა ერთზე მწერალი მედიის ვარაუდი, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ტვიტერზე შეპირებული განცხადებით, თავის ახალ თანგუნდელს გაგვაცნობდა.
აბა, ამ გაგანია სატრანსფერო „სილი სიზონში“ ვინ მოიფიქრებდა, თუ ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ პილოტს სხვა ინტერესებიც ექნებოდა? „ეუსკალტელ-ეუსკადის“ სახელოვანი წარსული აქვს, მაგრამ ფ1-ის ფანებისთვის, როდესაც ყოველ წუთს, მართლა რაღაც „მნიშვნელოვანი ამბის“ გაგებაა მოსალოდნელი, ალონსოს ამ გუნდით დაინტერესება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. გამოვიდა, რომ ესპანელი გაგვეხუმრა.
ესპანური გამოცემა „ელ პერიოდიკო“ აკონკრეტებს, რომ UCI-ს პრო-ტურის გუნდ „ეუსკალტელ-ეუსკადის“, რომელიც აქამდ ბასკეთის მხარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობდა, ალონსო და მისი პირად სპონსორები, მთლიანად დაუფინანსებენ ერთი სეზონის ბიუჯეტს, რომლის მინიმუმიც 6 მილიონი ევროა. ეს რომ არა, გუნდს გაკოტრება და დაშლა არ ასცდებოდა.

No comments:

Post a Comment