დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 2, 2013

„ნისანის“ სარბოლი ელექტრომობილი ZEOD RC თითქმის მზადაა

Nissan's Le Mans-bound ZEOD RC electric racecar nearing completion
2 სექტემბერი
აბრევიატურა ZEOD RC იშიფრება, როგორც „სარბოლი ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვით“ და ეს სახელი იაპონურმა კომპანიამ უწოდა ავტომობილს, რომლითაც ლე მანის მომავალი წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. „ნისანს“ უკვე შერჩეული ჰყავს ერთი პილოტი. ესაა „ნისან პლეისტეიშნ GT აკადემიის“ გამარჯვებული, ესპანელი ლუკას ორდონესი (ფოტოზე, ZEOD RC-თან ერთად). ახლა კი ჯერი ავტომობილზეა, რომელიც გეგმის მიხედვით, პირველად გზაზე სექტემბერში უნდა გამოვიდეს.
„ნისანი“ ერთხანს ამერიკულ „დელტაუინგის“ პარტნიორი იყო, რომელმაც ამავე სახელის მქონე, უცნაური სარბოლი ავტომობილი შეიმუშავა. შემდეგ კი იაპონური კომპანია საქმიდან გავიდა და თავისი პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანიც, სუფთა სარბოლი ელექტრო მობილის შექმნაა. „ნისანმა“ პროექტი თავის სპორტულ დივიზიონ „ნისმოს“ ჩააბარა, რომელსაც სარბოლი ელექტრომობილების შექმნაში გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა.
მართალია, პირველი ტესტებისთვის მანქანა მალე მზად იქნება, მაგრამ ძნელი სათქმელია, მოესწრება თუ არა ლე მანისთვის მისი სრულფასოვნად მომზადება. „ნისანი“ აცხადებს, რომ სხვადასხვა პარამეტრების მქონე ელექტრული ძალური დანადგარების ტესტირებას აპირებს, რის შემდეგაც, საბოლოო არჩევანს გააკეთებს. საერთოდ, ასე არ ხდება - სარბოლი მანქანის შემუშავების დაწყებამდე, ინჟინრებმა იციან ხოლმე, თუ რა ტიპის ძრავის გამოყენება მოუწევთ.
„მხოლოდ ერთი დანადგარით ავტომობილის ერთ წელიწადში მომზადება ძალიან შრომატევადი საქმეა, ჩვენ კი რამდენიმე ვარიანტის გამოცდას ვაპირებთ, რომელთა შორისაც, ლე მანის რბოლისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს შევარჩევთ“, - ამბობს „ნისანის“ გლობალური მოტორსპორტის დირექტორი დარენ კოქსი.
ინჟინრებმა უკვე დაადრულეს მუშაობა მონკოკურ კაპსულაზე, რომელიც შასის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. კოკპიტს უკვე სარბოლო სავარძელიც მოარგეს. ახლა ჯერი წყვილი ელექტრო ძრავის და სხვა ელემენტების დაყენებაზეა. კომპანიის „მოტორსპორტის ინოვაციების“ დირექტორი ბენ ბოულბი ამბობს, რომ მანქანა თავისუფლად შეძლებს მინიმუმ 300 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას. ის დასძენს, რომ ლე მანის რბოლის შემდეგ, მთავარი მიზანი, სარბოლი ელექტრომობილებისთვის სიჩქარის რეკორდის დამყარება იქნება.

No comments:

Post a Comment