დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 3, 2013

მასა უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ერთი წლის წინ

Massa insists future brighter than a year ago
3 სექტემბერი
დღეს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ „ფერარის“ ფელიპე მასას შეცვლა უნდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც... მაგრამ ბრაზილიელი ისევ მარანელოშია და როგორც ამბობს, გაცილებით თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ვიდრე ერთი წლის წინ. არადა, მის ადგილზე თვალი თვით კიმი რაიკონენს უჭირავს. ფინელის გარდა, მასას შესაძლო შემცვლელად ხშირად ნიკო ჰულკენბერგს და ჯენსონ ბატონსაც კი ასახელებენ.
32 წლის მასა, ვინც „ფერარიში“ 2006 წელს მივიდა და მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ჩემპიონობის რეალური შანსი მიეცა, დარწმუნებულია, რომ იტალიურ გუნდში დარჩენის დიდი შანსი აქვს. არადა, ბოლო ხანს, პადოკში მის შესაძლო შეცვლაზე ლაპარაკი სულ უფრო ხშირად ისმის.
„შარშან გაცილებით რთულ სიტუაციაში ვიყავი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩემს შესაძლებლობებზე გაცილებით უარესი შედეგები მქონდა. ამ სეზონში კი ალბათ ყველა რბოლაში, კარგად ვასპარეზობ, თუმცა ქულებში ასახული კარგი შედეგები ისევ ცოტაა“, - ბრაზილიურ „ტოლერანსთან“ საუბრისას ამბობს მასა, ვინც 11 ეტაპის შემდეგ, თავის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს 84 ქულით ჩამორჩება.
ბრაზილიელის თქმით, ქულებში ასეთი ჩამორჩენა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომლებიც რომ არ მომხდარიყო, ახლა კლასიფიკაციაში სულ სხვა ადგილზე იქნებოდა. „ახლა მთავარია, რომ ამ პრობლემებს წერტილი დაესვას და სეზონის მეორე ნაწილში ყველაფერი დალაგდება“, - დასძენს მასა.

No comments:

Post a Comment