2014 Hyundai i20 WRC Makes "Strong
Progress" in Gravel Test
7 აგვისტო
რალის წლვანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა უკვე გადალახა ეკვატორი. მასში დებიუტანტი „ფოლკსვაგენი“ და მისი ფრანგი მრბოლი სებასტიან ოჟიე დამაჯერებლად ლიდერობენ. მომავალი სეზონიდან კი მათ ახალი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ „ჰიუნდაის“ სახით. კორეული კომპანია მსოფლიო ჩემპიონატისთვის i20-ის სპეციალურ WRC ვერსიას ამზადებს.

მანქანას უკვე ჩაუტარდა გრუნტზე ტესტების პირველი სრული
კურსი, რომლითაც კორეული კომპანიის მოტორსპორტული დივიზიონი ძალიან კმაყოფილი
დარჩა, რადგან მანქანის „სრულყოფის პროგრამა ზედმიწევნით კარგად სრულდება“.
ტესტირება სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ფინელი იუჰო ჰანინენი,
ფრანგი ბრაიან ბუფიე და ავსტრალიელი კრის ატკონსონი.
„ძალიან სოლიდური ტესტები გვქონდა, რომელმაც ბევრი
რამ გვასწავლა სხვადასხვა პირობებში „ჰიუნდაი i20 WRC-ს“ პოტენციალის შესახებ. ისევე
როგორც სხვა პირველ ტესტებზე, გარკვეული პრობლემების გადალახვა ჩვენც გვიწევდა,
მაგრამ ტესტების მიზანიც ხომ ისაა, რომ პრობლემები გამოვავლინოთ, გავაანალიზოთ და
აღმოვფხვრათ. ჩვენ ძალიან კომპეტენტური მრბოლები ავიყვანეთ იუჰოს, ბრაიანის და
კრისის სახით. ტესტებს კი შევაფასებდი, როგორც პოზიტიურს“, - ამბობს „ჰიუნდაის“
გუნდის შეფი მიშელ ნანდანი.
მისივე თქმით, ტესტები შემჭიდროებულ დროში ჩატარდა,
თუმცა გუნდი კარგადაა შეკრული, რაც მუშაობის ეფექტურობას ზრდის. გრუნტიან გზებზე
ტესტები სასარგებლო იყო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. აქამდე ყველა
მიზანს მივაღწიეთ და იმედია, პროგრამის დარჩენილ ნაწილსაც ასევე ეფექტურად
ჩავატარებთო, - დასძენს ნანდანი.
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებისთვის, „ჰიუნდაის“
მოტორსპორტის დივიზიონმა გამოცდილი სპეციალისტები „სიტროენიდან“, „პეჟოდან“ და „ტოიოტადან“
მოიწვია.
No comments:
Post a Comment