დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 7, 2013

„ჰიუნდაი“ კალიფორნიაში წყალბადით გასაწყობ სადგურს გახსნის

Hyundai to Open Public Hydrogen Fueling Station in California
7 აგვისტო
„ჰიუნდაიმ“ უკვე დაიწყო წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოება და პარალელურად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ზრუნავს. კერძოდ, კალიფორნიის ქალაქ ჩინოში, წყალბადის ენერგიის გენრაციის სადგურის ადგილზე, წყალბადით ავტომობილების გასაწყობ სადგურს ქმნის, რომელიც 100 პროცენტით განახლებად წყაროზე იმუშავებს.
ახალი სადგურის ასაშენებლად, „ჰიდროგენ ფრონტიერმა“, რომელიც ამ სადგურის ოპერატორია, კალიფორნიის ენერგიის კომისიისგან გრანტის სახით 3 მილიონი დოლარი მიიღო. სადგური 2014 წლის ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს. ეს სადგური იმითაა საინტერესო, რომ იქვე მოხდება წყალბადს გამომუშავება და ამისათვის, მხოლოდ განახლებად ენერგიას გამოიყენებენ.
„მთავრობებთან, ენერგიის მწარმოებელ კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, „ჰიუნდაი“ მთელს მსოფლიოში წყალბადის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს. ისეთ ძლიერ პარტნიორებთან ერთად, როგორებიცაა „ჰიდროგენ ფრონტიერი“ და კალიფორნიის ხელისუფლება, ჩვენ წყალბადით გასაწყობ ინფრასტრუქტურას ვავითარებთ და საწვავის ფიჭურელემენტიანი ავტომობილების მასობრივი წარმოებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ“, - ამბობს „ჰიუნდაი ამერიკა ტექნიკალ სენტერის“ პრეზიდენტი, დქტორი სუნ ჰვან ჩო.
„ჰიუნდაიმ“ ახლახანს მსოფლიოში პირველი წყალბადის ფიჭურელემენტიანი ავტომობილის (ტუსანის) წარმოება სამხრეთ კორეაში დაიწყო და მას პირველად კორეის გარდა, დანიასა და ბრიტანეთში შეიტანს. ოღონდ, თავდაპირველად მას ლიზინგის წესით გაჰყიდის. ასეთი ავტომობილების საცალო გაყიდვები კი 2015 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment