Mini to Unzip All-New Hatch in November at LA and
Tokyo Shows
7 აგვისტო
„მინი“ რომ თავისი მესამე თაობის ჰეჩბეკის
კონცეპტუალურ ვერსიას (სახელად ვიჟნ) ამზადებს, ეს ცნობილია. მისი პრემიერა ფრანკფურტის
მოტორ შოუზე შედგება. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მის წინასერიულ ვერსიას პირველად
18 ნოემბერს გვიჩვენებენ ინტერნეტით. პრემიერა „მინის“ შემქმნელის, ალექს
ისიგონისის დაბადებიდან 107 წლის იუბილეს ემთხვევა.
საზოგადოების წინაშე ახალი „მინის“ წარდგენა,
პრაქტიკულად ერთდროულად, ორ საავტომობილო შოუზე გაიმართება. მას ჯერ ტოკიოს მოტორ
შოუზე 20 ნოემბერს წარადგენენ, რამდენიმე საათში კი ლოს ანჯელესის მოტორ შოუზეც გამოჩნდება.
„მინი“ გვპირდება, რომ ჰეჩბეკის გაყიდვებს მთელს მსოფლიოში ერთდროულად, 2014 წლის
პირველ კვარტალში დაიწყებს. ჰეჩბეკს მისი სპორტული ვერსია „ჯონ კუპერ უორკსი“ (JCW)
და რბილსახურავიანი კაბრიოლეტი მოჰყვება.
ინტერნეტით გავრცელებული მსტოვრული ფოტოების და
კონცეპტუალური „ვიჟნის“ მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ „მინი“ თავის ტრადიციას არ
ღალატობს და თავის კორპორატიულ სტილს ევოლუციურად ავითარებს. ცვლილებები მეტწილად
წინა ნაწილს შეეხება, სადაც განსხვავებული იქნება რადიატორის ცხაური, საქარე შუშა,
უფრო ზორბა უკანა ფარები და ბამპერი.
ახალი „მინი“ იმ წინა ამძრავიან პლატფორმაზე
აიგება, რომელსაც „ბეემვე“ UKL-ს უწოდებს და რომელსაც საკუთარი წინა ამძრავიანი
ავტომობილების დიდი ოჯახის შესაქმნელად გამოიყენებს. ამასთან, ახალი „მინი“ იქნება
ბრიტანული კომპანიის პირველი ავტომობილი, რომელიც „ბეემვეს“ ბენზინის და დიზელის უახლესი,
1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავებით აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment